Робота для біженців з України
თეთრეულისა და უნიფორმების სამრეცხაოს თანამშრომელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: თეთრეულისა და უნიფორმების სამრეცხაოს თანამშრომელი
მომწოდებელი: Novotel Tbilisi Center
გამოქვეყნდა: 14 მაისი / ბოლო ვადა: 14 ივნისი
ახალი ბრენდული სასტუმრო "Novotel Tbilisi Center" (საერთაშორისო სასტუმროების ქსელ- Accor-ის წევრი) იწვევს თავის გუნდში გამოცდილ თეთრეულისა და უნიფორმების სამრეცხაოს თანამშრომელს.

მოვალეობები და პასუხისმგებლობები:

** მიითვალოს და აწარმოოს ყველა მიღებული თეთრეულის და უნიფორმების ჩანაწერები
** დააკვირდეს თეთრეულის რეცხვის ხარისხს და სტანდარტთან შეუსაბამობის შემთხვევაში აცნობოს ზედმგომს;
** შეინახოს თეთრეული და უნიფორმები თაროებსა და საკიდებზე, მას შემდეგ რაც დაახარისხებს; გასცეს სუფთა უნიფორმა შესაბამის პირზე;
** ზედამხედველობა გაუწიოს დაზიანებულ თეთრეულსა და უნიფორმებს, აღრიცხოს და სუპერვაიზერთან შეთანხმებით გაგზავნოს მკერავთან, თუ კი ეს უკანასკნელი ექვემდებარება შეკეთებას;
** მოახდინოს წუნდებული თეთრეულის აღწერა, მიაწოდოს დეტალური ინფორმაცია და ჩანაწერები სუპერვაიზერს;
** პერიოდულად მოახდინოს თეთრეულისა და უნიფორმების მდგომარეობის შემოწმება;
** პერიოდულად მოახდინოს თეთრეულის აღწერა და აწარმოოს ჩანაწერები დადგენილი სტანდარტის მიხედვით;
** სამრეცხაოში გაგზავნილ და მიღებულ თეთრეულსა თუ უნიფორმებს შორის შეუსაბამობის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ აცნობოს სუპერვაიზერს ან მენეჯერს;
** ყურადღებით აღწეროს და სწორად გაწეროს ჩეკი სტუმრის სარეცხის არსებობის შემთხვევაში;
** უზრუნველყოს სამრეცხაოდან დაბრუნებული სტუმრის სარეცხის დროულად და სტანდარტის შესაბამისად სტუმრის ნომერში დაბრუნება;
** დაიცვას სისუფთავე სამუშაო ადგილზე;
** უზრუნველყოს სამუშაო ინვენტარის მუდმივად, ტექნიკურად გამართულ მდგომარეობაში ყოფნა;
** მოითხოვოს მენეჯერისგან იმ სამუშაო ინვენტარით დაკმაყოფილება, რომლის არ ქონა ხელს უშლის სამუშაოს სრულფასოვნად შესრულებაში;
** თეთრეულისა და უნიფორმების მარაგის მინიმუმამდე დასვლის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ აცნობოს ზემდგომ პირს, რათა მოხდეს დროულად მარაგის შევსება;
** შეასრულოს სხვადასხვა დაკისრებული სამუშაო, მისი კომპეტენციიდან გამომდინარე.

მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** სამრეცხაოს დანადგარებთან მუშაობის გამოცდილება

უნარები:

** ორგანიზებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** შესაძლებლობას იმუშაოთ მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან სასტუმროს ქსელში
** პროფესიონალური და მეგობრული გარემო
** კონკურენტული ანაზღაურება
** სამუშაო დღეები/საათები: კვირაში 5 დღე, 40 საათი
** საერთაშორისო ბრენდის სასტუმროში პროფესიული განვითარების შესაძლებლობას
** საერთაშორისო სასტუმროების ქსელის Accor-ის წევრობა და ფასდაკლებებით სარგებლობა ყველა მის წევრ სასტუმროში
** კვება თანამშრომლებისთვის

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@novoteltbilisi.com; და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე