Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=633999&print=yes&view=jobs
 
ბიოინჟინერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბიოინჟინერი
მომწოდებელი: მრჩეველი
გამოქვეყნდა: 14 მაისი / ბოლო ვადა: 14 ივნისი
სამედიცინო ცენტრი "მრჩეველი" ლიმბახის დიაგნოსტიკის ევროპული ჯგუფის წევრი, მისი საერთაშორისო პარტნიორი და ექსკლუზიური წარმომადგენელია საქართველოსა და მთელს ამიერკავკასიაში.

"მრჩეველი" პირველი ქართული ლაბორატორიაა, რომელმაც ანალიზების გაგზავნა დაიწყო ევროპაში. "მრჩეველი" აქტიურად არის ჩართული ლაბორატორიული მედიცინის განვითარებაში და გერმანელ პარტნიორებთან ერთად ნერგავს ხარისხზე, სიზუსტესა და პაციენტზე ორიენტირებულ სამედიცინო მომსახურებას.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციის შესახებ, შეგიძლიათ ეწვიოთ: http://www.mrcheveli.com

სამედიცინო ცენტრი "მრჩეველი - ლიმბახის დიაგნოსტიკის ევროპული ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას ქ. თბილისში, ბიოინჟინერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ესმა ონიანის 10
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი, 5 სამუშაო დღე (ორშაბათი-პარასკევი);
სამუშაო საათები - 09:00-18:00.
ანაზღაურება: შეთანხმებით, კვალიფიკაციისა და გამოცდილების მიხედვით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აუცილებელია უმაღლესი განათლება, ბიოინჟინერიაში, ელექტროინჟინერიაში ან მომიჯნავე სფეროში (მაგისტრის ხარისხი პრიორიტეტულია);
** სამედიცინო/ლაბორატორიული აპარატურის ცოდნა და მართვის უნარი;
** სასურველია მუშაობის გამოცდილება ლაბორატორიაში;
** აუცილებელია ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა.

ფუნქცია-მოვალეობები:

** ლაბორატორიული ანალიზატორებისა და სხვა სამედიცინო მოწყობილობების კალიბრაცია, პროგრამული და ტექნიკური მომსახურება
** მონაწილეობის მიღება ახალი აპარატურის დანერგვასა და ტრენინგებში;
** მონაცემების დამუშავება და ტექნიკური ანგარიშგება;

პროფესიული უნარ-ჩვევები:

** გუნდური მუშაობის უნარი;
** სხარტი აზროვნების უნარი;
** პასუხისმგებლობიანი;

რას გთავაზობთ:

** პროფესიონალ გუნდთან ერთად მუშაობის შესაძლებლობას;
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** ფასდაკლებას ლაბორატორიულ კვლევებზე როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ (თანამშრომლისთვის და მისი ოჯახის წევრისთვის).

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@mrcheveli.com. გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება.

რეზიუმეს გაზიარებით, აპლიკანტი თანხმობას აცხადებს სამედიცინო ცენტრ" მრჩეველის" (ს/კ: 204954497) მიერ მისი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე. პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება სამედიცინო ცენტრ "მრჩეველის" მიერ (მათ შორის, უფლებამოსილი პირის მეშვეობით), რომელიც მოქმედებს მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებთან და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 3 წლის ვადისა; კანდიდატი უფლებამოსილია მიიღოს ინფორმაცია მის შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების შესახებ, რომელიც თავად მიაწოდა სამედიცინო ცენტრს და მოითხოვოს აღნიშნული ინფორმაციის გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება; ამისთვის გთხოვთ მოგვმართეთ ელ-ფოსტაზე: hr@mrcheveli.com
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია