დასახელება:
საუზმის შეფ-მზარეული
|
მომწოდებელი:
Hampton by Hilton Batumi Center
|
გამოქვეყნდა: 14 მაისი
/ ბოლო ვადა: 15 ივნისი
|
შემოუერთდით "Hampton by Hilton Batumi Center"-ის გუნდს და შეიტანეთ თქვენი წვლილი ჩვენს საერთო წარმატებაში!
ჩვენ ვეძებთ ენერგიულ, თბილ და პოზიტიურ საუზმის შეფს, რომელიც შეუერთდება Hampton by Hilton Batumi Center-ის გუნდს.
თუ გიყვართ გემრიელი საუზმის მომზადება, გსურთ სტუმრებს მეგობრული და სასიამოვნო გარემო შეუქმნათ და მჭიდროდ ითანამშრომლოთ პროფესიონალ გუნდთან — ეს შესაძლებლობა თქვენთვის არის!
სამუშაო აღწერილობა
საუზმის შეფი პასუხისმგებელია დილის სამზარეულოს საოპერაციო საქმიანობის მართვასა და საუზმის სტანდარტების დაცვაზე. მონაწილეობს საუზმის დროულად და ხარისხიანად მომზადებაში, თანამშრომლობს გუნდთან და ზრუნავს სტუმრებისთვის თბილი და კომფორტული გარემოს შექმნაზე. საჭიროების შემთხვევაში ერთვება სამზარეულოს სრული ოპერაციების მხარდაჭერაში. პოზიცია ექვემდებარება საოპერაციო სუპერვაიზერს და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს სტუმრების პოზიტიური გამოცდილების შექმნაში.
ძირითადი მოვალეობები:
** მართავს და ხელმძღვანელობს საუზმის სერვისის ყოველდღიურ პროცესსა და ოპერაციებს, მათ შორის ლანჩისა და ვახშმის 3-4-3 მენიუს შეთავაზებებს.
** აქტიურად მონაწილეობს სტუმრების მიღების პროცესში, განსაკუთრებით დატვირთულ პერიოდში - ამყარებს უშუალო კავშირს სტუმრებთან და უზრუნველყოფს მათთვის მაღალხარისხიან მომსახურებას.
** მონაწილეობს საუზმისა და დღის მსუბუქი მენიუს შემუშავებასა და განახლებაში, ბრენდის სტანდარტების გათვალისწინებით.
** უზრუნველყოფს გუნდის პროფესიულ განვითარებასა და მოტივაციას
** უზრუნველყოფს თანამშრომლების ცვლების დაგეგმვასა და სამუშაო გრაფიკის შედგენას, ოპერაციული მოთხოვნების შესაბამისად.
** აკონტროლებს საკვების დანახარჯს, ოპტიმიზაციას უწევს ნარჩენებს და ხელს უწყობს შემოსავლის მიზნობრივ შესრულებას.
** ზედამხედველობს პროდუქციის მიღებას, მარაგების აღრიცხვას და მართვას. აკონტროლებს შეკვეთების სიზუსტეს, შენახვის წესებს და ნარჩენების მინიმუმამდე დაყვანას.
** უზრუნველყოფს სურსათის უვნებლობის, ჰიგიენისა და ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების ნორმების დაცვას; ატარებს რეგულარულ შემოწმებებს და თანამშრომლებისთვის შესაბამის სწავლებას.
** თანამშრომლობს სხვა დეპარტამენტებთან საჭიროებისამებრ და ხელს უწყობს გუნდურ, პოზიტიურ სამუშაო გარემოს.
დამატებითი ფუნქცია-მოვალეობები:
** 3-4-3 მენიუს (3 აპეტაიზერი, 4 მთავარი კერძი, 3 დესერტი) შემუშავება და პერიოდული განახლება, ბრენდის სტანდარტების შესაბამისად.
** სტუმრების უკუკავშირის მონიტორინგი საკვების ხარისხისა და საკვების ვიზუალური გაფორმების შესახებ, საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი გაუმჯობესებების ან ცვლილებების ინიცირება.
** რეცეპტებისა და პორციის სტანდარტების ზუსტი დაცვა.
** მონაწილეობს ბრენდის ახალი საკვები და სასმელი ინიციატივების დანერგვაში, მათი ადგილობრივ პირობებთან ადაპტაციასა და განხორციელებაში.
კვალიფიკაციები და უნარები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება, სასურველია სასტუმროს ან ფოკუს სერვისზე ორიენტირებულ სტუმარმასპინძლობის სფეროში
** სამზარეულო გუნდის ეფექტური მართვის უნარი
** საკვების ხარჯების კონტროლის, მარაგების მართვისა და შეკვეთების პროცესების ცოდნა
** გამორჩეული კულინარიული უნარები, განსაკუთრებით საუზმის მომზადებასა და მსუბუქი a la carte მენიუს შეთავაზებაში
** ცვლადი მენიუს შექმნის, ადაპტაციისა და დანერგვის უნარი
** თბილი, სტუმრებზე ორიენტირებული დამოკიდებულება
სამუშაო პირობები:
** სამუშაო ადგილი: ბათუმი
** დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
** ანაზღაურება: შეთანხმებით
გამოწვევებით სავსე, სასიამოვნო, მრავალფეროვან და განვითარებად გარემოსთან ერთად კომპანია თანამშრომლებს განსაკუთრებულ ბენეფიტებსაც სთავაზობს:
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** 50%-იან ფასდაკლებას ჰილტონ ბათუმში, კერძოდ ნეფელე სქაი ბარში, თანდილა ლობი ბარში, რესტორან პელიონში, ეფორია სპაში;
** 70%-იან ფასდაკლებას ბათუმის საბაგირო გზა "არგო"-ზე
** ფასდაკლებას რესტორან "არგო"- ში
დაინტერესებულმა კანდიდატებმა ვაკანსიაზე განაცხადის შესავსებად, გთხოვთ, ეწვიოთ მითითებულ ბმულს და შეავსოთ განაცხადი: https://careertourinvestgroup.bitrix24.site/crm_form_dgzj5/
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
"Hampton by Hilton Batumi Center" მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|