Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=633949&print=yes&view=jobs
 
მთავარი ბუღალტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მთავარი ბუღალტერი
მომწოდებელი: Nexia Georgia
გამოქვეყნდა: 14 მაისი / ბოლო ვადა: 14 ივნისი
"Nexia Georgia" საერთაშორისო აუდიტორული და საკონსულტაციო ქსელის - Nexia International-ის წარმომადგენელია საქართველოში, 2014 წლიდან. Nexia-ს ქსელი, რომელიც ფოკუსირებულია სხვადასხვა ქვეყანაში მხარი დაუჭიროს ადგილობრივი ბიზნესის ზრდასა და განვითარებას, მსოფლიოს 125-ზე მეტ ქვეყანაში, 800-მდე ოფისით არის წარმოდგენილი და გამოირჩევა თანამედროვე ბიზნესის საჭიროებებზე მორგებული მაღალი ხარისხის სერვისებით.

"Nexia Georgia" აერთიანებს 700-მდე კლიენტს და 300-მდე პროფესიონალს, რომლებიც ყოველდღე ქმნიან და ავითარებენ ახალ ხედვებს, შესაძლებლობებს, ახალ ინსტრუმენტებს კლიენტი კომპანიების გამოწვევების გადასაჭრელად. Nexia Georgia-ს დინამიკური გუნდი ამას ახორციელებს წარმატების მიღწევის მუდმივი სურვილით, გამოცდილებითა და ცოდნით.

"Nexia Georgia" აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე კონტრჰაგენტი კომპანიისათვის.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი - ქ. თბილისი, Nexia Georgia-ს კონტრჰაგენტი კომპანიის ოფისი;
** სამუშაო საათები - სრული სამუშაო განაკვეთი (09:00-18:00), პარასკევი - მოკლე სამუშაო დღე.
** ანაზღაურება - 3500-4000 ლარი (ყველანაირი გადასახადის/მოსაკრებლის/შენატანის გარეშე).

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აუცილებელია საგასახადო კანონმდებლობის და ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;
** მინიმუმ 2-3 წლიანი გამოცდილება მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე;
** საბუღალტრო პროგრამა - Oris-ს ცოდნა (სასურველია);
** Excel-ის ცოდნა;

ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:

** ხელფასების, ბონუსების, სადაზღვევო პრემიის უწყისების კონტროლი და დარიცხვის დადასტურება;
** კომპანიის მასშტაბით ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტაში მონაწილეობის მიღება საგადასახადო და ფინანსური აღრიცხვის კუთხით გამართულობის უზრუნველყოფის მიზნით;
** ყველა საბალანსო მუხლის სისწორის კონტროლი;
** კომპანიის საგადახადო რისკების მინიმიზაცია;
** ნებისმიერი ფულადი გადარიცხვების საგადასახადო კუთხით განხილვა და დადასტურება;
** ყოველთვიური დეკლარაციების ინფორმაციის მომზადება, სისწორის კონტროლი და შემოსავლების სამსახურში გაგზავნა;
** წლიური ქონების დეკლარაციების სისწორის უზრუნველყოფა და შემოსავლების სამსახურში გაგზავნა;
** საგადასახადო შემოწმების შემთხვევაში კომპანიის ინტერესების დაცვა.

დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ, გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) შემდეგ ელ. ფოსტაზე: hr@nexia.ge. წერილის სათაურში ("subject") აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება - "მთავარი ბუღალტერი".
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია