დასახელება:
ცხელი კერძების მზარეული
|
მომწოდებელი:
see360
|
გამოქვეყნდა: 14 მაისი
/ ბოლო ვადა: 14 ივნისი
|
რესტორანი "See360" აცხადებს ვაკანსიას ცხელი კერძების მზარეულის პოზიციაზე.
"See360" მდებარეობს ძველი თბილისის შუაგულში. სასტუმროს ტერასიდან იშლება ხედი ქალაქზე. ტერიტორიაზე რესტორანი და ტერასაა განთავსებული. ძველი თბილისის ხასიათის თანხვედრა სასტუმროს თანამედროვე სტილთან ესთეტიკურ ერთიანობას ქმნის და სტუმარს ყოველთვის სასიამოვნო გარემოს უქმნის.
გრაფიკი: 5/2 - 9 საათიანი გრაფიკი.
სამუშაო საათები: 14:00-23:00
ბენეფიტები:
** კვება
** ტაქსით ტრანსპორტირება ღამით
ძირითადი მოვალეობები:
** მოამზადოს კერძები, სტანდარტების სრული დაცვითა და მინიმალური დანაკარგით;
** დაახარისხოს და შეინახოს საკვები და შეამოწმოს სტანდარტის შესაბამისად;
** შეამოწმოს თითოეული კერძის ხარისხი, პორციის რაოდენობა, პრეზენტაბელურობა და ტემპერატურა სამზარეულოდან გატანამდე;
** დაიცვას ჰიგიენის სტანდარტები.
საჭირო უნარები: კანდიდატი უნდა იყოს ენერგიული, შედეგზე ორიენტირებული, მოტივირებული და პუნქტუალური.
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ნომერზე: 551 551 064 ან გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელმისამართზე: Davitigogidze043@gmail.com. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება!
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|