Робота для біженців з України
რეზერვაციების აგენტი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: რეზერვაციების აგენტი
მომწოდებელი: Greenwood Hotel
გამოქვეყნდა: 14 მაისი / ბოლო ვადა: 14 ივნისი
სასტუმრო "GreenWood" აცხადებს ვაკანსიას რეზერვაციების აგენტის პოზიციებზე.

სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი, ბოტანიკური ბაღი, ბაღის I შესახვევი, N3.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ადგილობრივ და უცხოურ ტურისტულ კომპანიებთან აქტიური მუშაობა, რეზერვაციების მიღება;
** ინდივიდუალური და ჯგუფური ჯავშნების მიღება, კლიენტებთან ურთიერთობა;
** ელექტრონული ჯავშნების სისტემებიდან ჯავშნების მიღება;
** სტუმრებისთვის სასურველი ინფორმაციის სწორად და დროულად მიწოდება სასტუმროში დადგენილ ფასებთან და დამატებით მომსახურებებთან დაკავშირებით;
** ინვოისების და დასტურის წერილების გაგზავნა, დეპოზიტების ჩარიცხვის კონტროლი, შესაბამისი დეპარტამენტების ინფორმირება ჯავშნების და კლიენტების სპეციფიური მოთხოვნების შესახებ;
** ჯავშნებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება და უსაფრთხოდ შენახვის უზრუნველყოფა
** სასტუმროს მიმღებ განყოფილებასთან მუდმივი და ეფექტური ურთიერთობა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ტურიზმის/სასტუმრო მენეჯმენტის მიმართულებით)
** აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა (სხვა დამატებითი ენა ჩაითვლება უპირატესობად)
** სასურველია სასტუმროს რეზერვაციის აგენტის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** საოფისე პროგრამების ცოდნა (Word, Excel)
** Arealy-ს ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
** სასურველია Booking.com-სა და Expedia-ზე მუშაობის გამოცდილება

პიროვნული უნარები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდურად მუშაობის უნარი;

თუ გსურთ, შემოუერთდეთ ჩვენს გუნდს, ვაკანტური თანამდებობა თქვენთვის საინტერესოა და ამასთანავე, აკმაყოფილებთ მის დასაკავებლად განსაზღვრულ მოთხოვნებს, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: hr@greenwood.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანტური თანამდებობის დასახელება.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს გადმოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პირადი და პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე