Робота для біженців з України
IT მხარდაჭერის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: IT მხარდაჭერის სპეციალისტი
მომწოდებელი: ნიკორა
გამოქვეყნდა: 14 მაისი / ბოლო ვადა: 14 ივნისი
კომპანია "ნიკორა" 1998 წელს ქართული კაპიტალით დაარსდა. დღესდღეობით "ნიკორა ჯგუფი" წარმოდგენილია ჰოლდინგის სახით, რომელიც აერთიანებს თოთხმეტ შვილობილ კომპანიას. ჰოლდინგში წარმოდგენილი კომპანიები უმაღლესი ხარისხის ნედლეულის გამოყენებითა და თანამედროვე ტექნოლოგიების დაცვით მომხმარებელს მრავალფეროვან ასორტიმენტს სთავაზობს, როგორიცაა: ხორცპროდუქტები, ნახევარფაბრიკატები, თევზეული, რძის პროდუქტები, ნაყინი, პურ-ფუნთუშეული. კომპანიას, ასევე, აქვს საკუთარი სადისტრიბუციო ქსელი, მაღაზიათა ქსელი საქართველოს მასშტაბით და საკალმახე მეურნეობა. "ნიკორა ჯგუფი" არის მაღალი ხარისხის საკვები პროდუქტების, ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასმელების ექსკლუზიური იმპორტიორი საქართველოში. კომპანიის მთავარი მიზანია - განვითარება, გაფართოებისკენ მუდმივი სწრაფვა, სიახლეების ათვისება, სოციალური პასუხისმგებლობა, პარტნიორებთან გრძელვადიანი თანამშრომლობა და მომხმარებლის ერთგულების მოპოვება.

"ნიკორა ჯგუფი" ქართულ ბაზარზე ერთ-ერთი აქტიური დამსაქმებელია. ამჟამად, ჰოლდინგში 10000-ზე მეტი თანამშრომელია და კომპანიის განვითარებასთან ერთად დასაქმებულთა რაოდენობა მუდმივად იზრდება. სრული ინფორმაციისათვის გადადით ჩვენს საიტზე: http://www.nikora.ge

სს "ნიკორას" შვილობილი კომპანია შპს "ნიკორა" აცხადებს ვაკანსიას IT მხარდაჭერის სპეციალისტის პოზიციაზე:

ადგილმდებარეობა: ალექსანდრე მრევლიშვილის ქ. 2 ნაძალადევი, თბილისი;
გრაფიკი: ორშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევი/ან სამშაბათი, ხუთშაბათი, კვირა 08:00 - 02:00; (კვირაში 3 დღე; ღამე კომპანია უზრუნველყოფს თანამშრომლების ტრანსპორტირებას);
ანაზღაურება: 1650 ლარი (ხელზე ასაღები).

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** წარმოებაში და საჭიროების შემთხვევაში ოფისშიც, არსებული კომპიუტერული ტექნიკისა და ინფრასტრუქტურის გამართვა, ყველა აუცილებელი დრაივერითა და კონფიგურაციით;
** წარმოებისა და შესაბამისი ადმინისტრაციის კომპიუტერული ტექნიკისა და მასთან დაკავშირებული მოწყობილობების ხარვეზის იდენტიფიცირება, აღმოფხვრა და დროული რეაგირება;
** მომხმარებლის დისტანციური მხარდაჭერა;
** ახალი კომპიუტერების ინსტალაცია, ტექნიკური, პროგრამული და ქსელური უზრუნველყოფა;
** ინფორმაციის მიღებისას ადგილზე (წარმოებაში, საწყობში, ადმინისტრაციულ სივრცეებში) მისვლა და პრობლემის იდენტიფიცირება;
** Windows და საოფისე პროგრამებში არსებული პრობლემების იდენტიფიცირება და ლოკალურად არსებული პრობლემების აღმოფხვრა;
** ქსელის გაყვანა ახალი კომპიუტერის და/ან მომხმარებლის დამატებისას;
** საწარმო პროცესისთვის საჭირო ტექნიკური მოწყობილობების (მაგ, კომპიუტერები, ვიდეო მონიტორინგის აპარატი, ლოგერები, კამერები, wifi როუტერები და სხვ) გამართულად ფუნქციონირება, უშუალოდ განხორციელება;

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით;
** აღნიშნულ სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** Microsoft Office მაღალ დონეზე ცოდნა;
** Windows და საოფისე პროგრამები - მაღალ დონეზე;
** კომპიუტერული პროგრამებისა და აპარატურული მოწყობილობების ინსტალაცია-გამოცვლა-შეკეთების გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა სასურველია.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ტექნოლოგიური აზროვნების უნარი;
** შედეგებზე ორიენტირებულობა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პრობლემის დროული იდენტიფიცირებისა და აღმოფხვრის უნარი;
** ოპერატიულობა.

თუ დაინტერესდით ჩვენი ვაკანსიით და აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს, გთხოვთ გაეცანით ქვემოთ მოცემულ ინფორმაციას პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ და შემდეგ გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე მისამართზე: jobs@nikora.ge. სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება

გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია, რომელიც შეიცვას პერსონალურ მონაცემებს, დამუშავდება შპს ნიკორა ს/კ 400132183 და უფლებამოსილი პირის - სს "ნიკორას" ს/კ 200050675 (რეგისტრირებული მისამართი: ქ. თბილისი ალექსანდრე მრევლიშვილის ქ. #2) მიერ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად დასაქმების მსურველი პირის/კანდიდატის არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენისა და დასაქმებისათვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. შესაბამისად, მოთხოვნილი ინფორმაციის მიუწოდებლობის შემთხვევაში, მოკლებული ვართ შესაძლებლობას განვიხილოთ თქვენი კანდიდატურა. მონაცემები ინახება არაუმეტეს 1 (ერთი) წლის ვადით.

ამასთანავე, გაცნობებთ, რომ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მათი გაცნობა, ასლის მიღება, მცდარი არაზუსტი მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, ასევე მონაცემთა გადატანა, დაბლოკვა, დამუშავების შეწყვეტა, წაშლა ან განადგურება, თუ არ არსებობს მონაცემთა სუბიექტის უფლებების შეზღუდვის საფუძველი, წერილობით შემდეგ ელ. ფოსტაზე contact@nikora.ge შეტყობინების გაგზავნის გზით ან/და ფოსტის მეშვეობით შპს ნიკორა ს/კ 400132183 იურიდიულ მისამართზე: ქ. თბილისი ალ. მრევლიშვილის ქ. №2.

შპს ნიკორა ს/კ 400132183 კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. დისკრიმინაციისგან დაცვა ასევე უზრუნველყოფილია შრომითი ურთიერთობის ნებისმიერ ეტაპზე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე