Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=633823&print=yes&view=jobs
 
წარმოების სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: წარმოების სპეციალისტი
მომწოდებელი: თერმო ცენტრი
გამოქვეყნდა: 14 მაისი / ბოლო ვადა: 14 ივნისი
კომპანია "თერმო ცენტრი" 2001 წლიდან არსებობს ქართულ ბაზარზე. მის საქმიანობაში შედის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ცენტრალური გათბობის, სანტექნიკის, წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემების გასამართად საჭირო მასალების იმპორტი საქართველოში.

ჩვენს ქსელში მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს გათბობის ქვაბები, რადიატორები, აბაზანის საშრობები, წყალგაყვანილობის და სანტექნიკის მონტაჟისთვის საჭირო ცივი და ცხელი წყლის პლასტმასის მილები და სხვა მოწყობილობები.
კომპანიის მიზანი და წარმატების მთავარი ფაქტორი, ჩვენ მიერ შემოთავაზებული ხარისხიანი და ინოვაციური პროდუქციაა.

შპს "თერმო ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას წარმოების სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, აფრიკის დასახლება, ქინძმარაულის 15.
ანაზღაურება: 1400 ლარი (ხელზე ასაღები) + 100 ლარი კვების დანამატი.

ჩვენ გთავაზობთ:

** კვება
** ჯანმრთელობის დაზღვევა
** FitPass

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** პოლისტიროლის იატაკქვეშა გათბობის პანელის წარმოება;
** ლითონის ბადის დამზადება სპეციალური დანდგარის გამოყენებით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

სასურველია სამუშაო გამოცდილება წარმოების მიმართულებით

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:

** ორგანიზებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** ოპერატიულობა
** გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ ფოსტაზე - hr@thermocenter.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "წარმოების სპეციალისტი.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია