Робота для біженців з України
სააგენტო მომსახურების დეპარტამენტის ხელმძღვანელის ასისტენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სააგენტო მომსახურების დეპარტამენტის ხელმძღვანელის ასისტენტი
მომწოდებელი: GASA
გამოქვეყნდა: 14 მაისი / ბოლო ვადა: 14 ივნისი
კომპანია "გასა" GASA - რომელიც გამყვანი ტურიზმითაა დაკავებული, ეწევა ავიაბილეთებისა და ტურისტული პაკეტების რეალიზაციას და ოფიციალური სავაჭრო აგენტია საქართველოში ისეთი კომპანიების, როგორიცაა: Pegasus Airlines, Air Arabia, აცხადებს ვაკანსიას - სააგენტო მომსახურების დეპარტამენტის ხელმძღვანელის ასისტენტის პოზიციაზე ქ. თბილისში.

ვაკანსია საწყის ეტაპზე დროებითია (თანამშრომლის დეკრეტულ შვებულებაში ყოფნის პერიოდში), თუმცა მომავალში შესაძლოა გაგრძელდეს თანამშრომლობა როგორც ამავე, ისე სხვა დეპარტამენტში.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ტურისტული სააგენტოებისთვის მხარდაჭერის გაწევა (ბილეთების დაჯავშნა, გამოწერა)
** ახალი იუზერების შექმნა სარეზერვაციო სისტემებში
** ინვოისების მომზადება
** საბილინგო რეესტრის წარმოება (ჯავშნების დამატება, აღრიცხვა)
** ავიაბილეთების ფასების პერიოდული მონიტორინგი სხვადასხვა პლატფორმაზე

სავალდებულო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა
** აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა
** სასურველია ტურიზმის სფეროში მუშაობის გამოცდილება

პიროვნული უნარები:

** ენერგიულობა და შრომისუნარიანობა
** სხარტი და ანალიტიკური აზროვნების უნარი
** ორგანიზებულობა და პუნქტუალობა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** გუნდში მუშაობის უნარი
** ინფორმაციის ეფექტურად გადაცემის უნარი

ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი
სამუშაო გრაფიკი: სრული
სამუშაო ადგილი: თბილისი, გიორგი ქუჩიშვილის 11

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@gasa.ge. სათაურის ველში (subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე (CV) "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სს "კავკასიის ტურისტული ჰოლდინგი"-ს მხრიდან დამუშავდება თქვენთან
სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე (CV) შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე ან რეზიუმე (CV) შესაძლოა
დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოაღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV).

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე