Робота для біженців з України
პოს ტერმინალების საწყობის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პოს ტერმინალების საწყობის სპეციალისტი
მომწოდებელი: ჯორჯიან ქარდი
გამოქვეყნდა: 14 მაისი / ბოლო ვადა: 14 ივნისი
სს "ჯორჯიან ქარდი" წარმოადგენს საქართველოს ბანკის შვილობილ, საქართველოში არსებულ ერთ-ერთ მსხვილ საპროცესინგო კომპანიას, რომელიც ბაზარზე ოპერირებს 1997 წლიდან. "ჯორჯიან ქარდი" უზრუნველყოფს ტრანზაქციათა პროცესინგს, ბარათების პერსონალიზაციას, ბანკომატებისა და POS ტერმინალების ინსტალაციასა და მართვას, საგადამხდელო მოწყობილობების შეძენას, მიწოდებასა და მათ შემდგომ მხარდაჭერას, პროექტების მენეჯმენტს, მომხმარებელთა კონსულტირებას, სავაჭრო ობიექტებისა და კლიენტების უწყვეტ მომსახურებას, პროფესიონალურ ტექნიკურ და სხვა საპროცესინგო მომსახურებას.

ვეძებთ გუნდის ახალ წევრს პოს ტერმინალების საწყობის სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი და გრაფიკი: ქ. თბილისი, ბელიაშვილის 106; ორშაბათი-პარასკევი, კვირაში არაუმეტეს 40 სთ.

ძირითადი მოვალეობები:

** სასაწყობე პროგრამაში მუშაობა (FMG), დეტალების გადაცემა ტექნიკურ თანამშრომლებზე
** შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან ურთიერთობა საწყობში არსებული საქონლის მიღება-გაცემის თაობაზე
** ინვენტარის (პოს ტერმინალები, აქსესუარები) მიღება, აღრიცხვა/კონტროლი
** კომუნიკაცია ელექტრონული ფოსტის საშუალებით
** პოს ტერმინალების ინვენტარიზაცია/აღრიცხვა 2 კვირაში ერთხელ

აუცილებელი მოთხოვნები:

** შრომისმოყვარეობა და ორგანიზებულობა
** პასუხისმგებლობა
** პუნქტუალურობა
** ენერგიულობა
** საოფისე პროგრამების საბაზისო ცოდნა

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტით მისამართზე: hr@gc.ge და სათაურის ("subject") ველში აუცილებლად მიუთითეთ "საწყობის სპეციალისტის" პოზიცია.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე