Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=633713&print=yes&view=jobs
 
პოს ტექნიკოსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პოს ტექნიკოსი
მომწოდებელი: ჯორჯიან ქარდი
გამოქვეყნდა: 14 მაისი / ბოლო ვადა: 14 ივნისი
სს "ჯორჯიან ქარდი" წარმოადგენს საქართველოს ბანკის შვილობილ, საქართველოში არსებულ ერთ-ერთ მსხვილ საპროცესინგო კომპანიას, რომელიც ბაზარზე ოპერირებს 1997 წლიდან. "ჯორჯიან ქარდი" უზრუნველყოფს ტრანზაქციათა პროცესინგს, ბარათების პერსონალიზაციას, ბანკომატებისა და POS ტერმინალების ინსტალაციასა და მართვას, საგადამხდელო მოწყობილობების შეძენას, მიწოდებასა და მათ შემდგომ მხარდაჭერას, პროექტების მენეჯმენტს, მომხმარებელთა კონსულტირებას, სავაჭრო ობიექტებისა და კლიენტების უწყვეტ მომსახურებას, პროფესიონალურ ტექნიკურ და სხვა საპროცესინგო მომსახურებას.

ვეძებთ გუნდის ახალ წევრს პოს ტექნიკოსის პოზიციაზე.

სამუშაო ლოკაცია: თბილისი

სამუშაო პირობები:

** სამუშაო საათები 10:00-20:00 ცვლების მიხედვით, კვირაში არაუმეტეს 40 სთ. დასვენება კვირაში 2 დღე
** სამუშაო შესრულდება კომპანიის ავტომობილით, საწვავის უზრუნველყოფით
** ანაზღაურება ფიქსირებულს + ყოველთვიური დანამატი, ჯამურად 1200-1400 ლარი და ზეგანაკვეთურის შემთხვევაში შესაბამისი ანაზღაურება, 6 თვის შემდეგ ხელფასის ცვლილება;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** Fitpass ბარათით სარგებლობის შესაძლებლობა;
** მობილური ლიმიტის უზრუნველყოფა;
** უზრუნველვყოფთ საქმის ადგილზე შესწავლას;
** წელიწადში 5 ანაზღაურებადი დეიოფის გამოყენების შესაძლებლობა (ანაზღაურებადი შვებულების გარდა);
** პარკირების გადასახადის უზრუნველყოფა;
** მეგობრული სამუშაო გარემო

ძირითადი მოვალეობები:

** პოს ტერმინალის განთავსება სავაჭრო ობიექტებზე;
** ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფა;
** ხარვეზების აღმოფხვრა;
** მომსახურე პერსონალისთვის პოს ტერმინალის ძირითადი ფუნქციების სწავლება

მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციებზე მუშაობის გამოცდილება - სასურველია;
** B კატეგორიის მართვის მოწმობის ფლობა (მექანიკა) - სავალდებულო;
** კლიენტების თავაზიანი მომსახურება

უნარები:

** პასუხისმგებლობა და ორგანიზებულობა;
** გუნდური მუშაობისა და კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვის უნარი

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტით მისამართზე: HR@gc.ge (გამოგზავნის შემთხვევაში გთხოვთ სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება)..
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია