Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=633708&print=yes&view=jobs
 
DevOps სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: DevOps სპეციალისტი
მომწოდებელი: ინფორმაციული ტექნოლოგიების სააგენტო
გამოქვეყნდა: 14 მაისი / ბოლო ვადა: 14 ივნისი
სსიპ "ინფორმაციული ტექნოლოგიების სააგენტოში" ველოდებით გამოცდილ DevOps სპეციალისტებს

მოგიყვებით ჩვენს შესახებ

ჩვენი მიზანია:

** ჯანდაცვის სისტემაში თანამედროვე ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და სისტემების დანერგვა და მართვა;
** ინტეგრირებული სასერვერო და ქსელური ინფრასტრუქტურის შექმნა, მისი უსაფრთხო და ეფექტური მუშაობის და განვითარების უზრუნველყოფა;
** კომპიუტერული ტექნიკისა და პერიფერიული მოწყობილობების, ტელესაკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის მდგრადი ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
** ინფორმაციული სისტემების და ინფორმაციული ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურის ინფორმაციული უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
** შესაბამისი სახელმწიფო სერვისების მართვის ინტეგრირებული ციფრული სისტემების შემუშავება, დანერგვა, მხარდაჭერა და განვითარება.

სააგენტო ავითარებს და მხარს უჭერს ფართო გამოყენების 100-ზე მეტ ციფრულ სისტემას და მოდულს, რომელიც ხელს უწყობს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ასევე, დასაქმების ხელშემწყობ სექტორებში სერვისების უწყვეტობას.

ძირითადი მოთხოვნები:

** მინიმუმ 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება DevOps -ის მიმართულებით;
** მინიმუმ 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება web აპლიკაციებისა და სერვისების ადმინისტრირების მიმართულებით

ძირითადი ფუნქციები:

** საინფორმაციო სისტემებისთვის დანერგვის ავტომატიზაციის (CI/CD) სცენარების შექმნა და გამართვა Azure DevOps გარემოში;
** არსებული საინფორმაციო სისტემების მიგრაცია და მათი განახლებების ავტომატიზაციისთვის გამართვა Azure DevOps გარემოში;
** საინფორმაციო სისტემებისთვის ტესტირების სცენარების შემუშავება და გამართვა;
** სხვადასხვა გარემოებში გაშვებული სერვისების უწყვეტი ფუნქციონირების და ავტომატური განახლებების უზრუნველყოფა;
** დანერგვების ავტომატიზაციის (CI/CD) შექმნილი სცენარების და გამოყენებული ტექნოლოგიების შესაბამისი სახელმძღვანელოების შექმნა და პროცესების დოკუმენტირება;
** საინფორმაციო სისტემების და მათი ინფრასტრუქტურის ანალიზის პროცესში ჩართულობა და ოპტიმალური კონფიგურაციების ჩამოყალიბება;
** საინფორმაციო სისტემების და შესაბამისი ინფრასტრუქტურის წარმადობის მონიტორინგისთვის საჭირო ინსტრუმენტების გამართვა და კონფიგურაცია;
** კონტეინერების და მათი ორკესტრაციის პროგრამული გადაწყვეტების შექმნისა და კონფიგურაციის პროცესში ჩართულობა;
** კონტეინერებისა და მათი ორკესტრაციის პროგრამული გადაწყვეტების გამართვა და კონფიგურაცია;
** დეველოპმენტსა და ბიზნეს პროცესებზე პასუხისმგებელ თანამშრომლებთან აქტიური მუშაობა და DevOps ტრანსფორმაციის მიმართულებით საუკეთესო პრაქტიკის დანერგვის პროცესში ჩართულობა

ჩვენ გთავაზობთ:

** სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
** პროფესიულ განვითარებას;
** კორპორაციულ ჯანმრთელობის დაზღვევას;
** კორპორაციულ ფიტპასს.

თანამდებობრივი სარგო განისაზღვრება კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად.

კონკურსის ეტაპები:

** პირველი ეტაპი - განაცხადების გადარჩევა;
** მეორე ეტაპი - განაცხადების გადარჩევის შედეგად შერჩეულ კანდიდატებთან ტექნიკური გასაუბრება.

განაცხადის შემოტანის საბოლოო ვადა: 14.06.2025

გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე: hr@ita.gov.ge და თემის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!

"პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად თქვენი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. წინამდებარე ვაკანსიისათვის კანდიდატის მიერ CV-ს წარდგენა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების პოტენციური დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. შესაბამისად, რეზიუმეს გამოგზავნის შემთხვევაში სსიპ ინფორმაციული ტექნოლოგიების სააგენტო იტოვებს უფლებას, დაამუშაოს აპლიკანტის პერსონალური მონაცემები შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია