Робота для біженців з України
დისპეტჩერი სატრანსპორტო დეპარტამენტში
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დისპეტჩერი სატრანსპორტო დეპარტამენტში
მომწოდებელი: ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი
გამოქვეყნდა: 14 მაისი / ბოლო ვადა: 14 ივნისი
"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" წამყვანი კომპანიაა საქართველოს წყალმომარაგების ბაზარზე, რომლის მიზანია თბილისისა და მისი შემოგარენის ხარისხიანი, უსაფრთხო და საიმედო წყალმომარაგებით უზრუნველყოფა. GWP 2022 წლიდან ესპანური ჰოლდინგის Aqualia-ს წევრი ორგანიზაციაა. Aqualia წყალმომარაგების დარგში ერთ-ერთი მოწინავე კომპანიაა, რომელიც 18 ქვეყანაში ოპერირებს.

ვეძებთ გუნდის ახალ წევრს დისპეტჩერის პოზიციაზე სატრანსპორტო დეპარტამენტში.
სამუშაო ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ფეიქრების ქუჩა (გლდანის მიმდებარე ტერიტორია)
ანაზღაურება: 2, 000 ლარი (net, ხელზე ასაღები თანხა)
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი/09:00-18:00 სთ

ძირითადი მოვალეობები:

** შესაბამისი სატრანსპორტო საშუალებებისა და ტექნიკის დადგენილი წესით მიღება/გადაბარება.
** სატრანსპორტო საშუალებების დაზიანების შემთხვევაში მისი მიღება და დელეგირება.
** სატრანსპორტო საშუალებებისა და ტექნიკის ეფექტური და ოპერატიული გადანაწილება.
** სამშენებლო ტექნიკის განაწილების დაგეგმვა მომდევნო დღისათვის.
** მძღოლების კოორდინირება და მონიტორინგი.
** მარშრუტების დაგეგმვა და კონტროლი.
** მოცდენის შემთხვევაში შემთხვევების შესწავლა და მონიტორინგი.
** ტრანსპორტის ადგილმდებარეობის Live მონიტორინგი.
** შემოსული მოთხოვნების პროგრამული დადასტურება.
** ყოველდღიური რეპორტინგის წარმოება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ბაკალავრის ხარისხი, სასურველია სატრანსპორტო მიმართულებით.
** სასურველია სატრანსპორტო სფეროში მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება.
** მანქანა-მექანიზმების ექსპლუატაციის წესების საფუძვლიანი ცოდნა.
** Ms Office, განსაკუთრებით Excel-ის ცოდნა.

აუცილებელი უნარ-ჩვევები:

** სამუშაოს დაგეგმვისა და კოორდინაციის უნარი.
** პრიორიტეტების სწორად განსაზღვრისა და დედლაინების მართვის უნარი.
** გუნდურად და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: recruitment@gwp.ge არა უგვიანეს 14 ივნისისა.

გთხოვთ, საგანში ("subject") მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ შპს "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა" დაამუშაოს და შეინახოს თქვენს შესახებ პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე