Робота для біженців з України
მონაცემთა ბაზების ადმინისტრატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მონაცემთა ბაზების ადმინისტრატორი
მომწოდებელი: ინფორმაციული ტექნოლოგიების სააგენტო
გამოქვეყნდა: 13 მაისი / ბოლო ვადა: 13 ივნისი
სსიპ "ინფორმაციული ტექნოლოგიების სააგენტო" აცხადებს კონკურსს მონაცემთა ბაზების ადმინისტრატორის პოზიციაზე.

ორგანიზაციის შესახებ:

** ჯანდაცვის სისტემაში თანამედროვე ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და სისტემების დანერგვა და მართვა;
** ინტეგრირებული სასერვერო და ქსელური ინფრასტრუქტურის შექმნა, მისი უსაფრთხო და ეფექტური მუშაობის და განვითარების უზრუნველყოფა;
** კომპიუტერული ტექნიკისა და პერიფერიული მოწყობილობების, ტელესაკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის მდგრადი ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
** ინფორმაციული სისტემების და ინფორმაციული ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურის ინფორმაციული უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
** შესაბამისი სახელმწიფო სერვისების მართვის ინტეგრირებული ციფრული სისტემების შემუშავება, დანერგვა, მხარდაჭერა და განვითარება.
** სააგენტო ავითარებს და მხარს უჭერს ფართო გამოყენების 100-მდე ციფრულ სისტემას და მოდულს, რომელიც ხელს უწყობს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ასევე დასაქმების ხელშემწყობ სექტორებში სერვისების უწყვეტობას. როგორც მუდმივად ზრდაზე ორიენტირებული და მერიტოკრატიული ინსტიტუტი, მოხარულები ვართ მივიღოთ განვითარებაზე ორიენტირებული პროფესიონალები.

ძირითადი მოვალეობები:

** მონაცემთა ბაზების ადმინისტრირება, მხარდაჭერა, მონიტორინგი;
** მიმდინარე და ახალი პროექტების დანერგვასა და გამართვაში მონაწილეობის მიღება;
** მონაცემთა ბაზების არქიტექტურის შედგენა, ოპტიმიზაცია და მოდიფიკაცია;
** განაწილებული მაღალმდგრადი (High Availability) სისტემების ინსტალაცია /კონფიგურაცია / ადმინისტრირება;
** არსებული ინსტანსების მიგრაცია;
** მონაცემთა ბაზების სარეზერვო კოპირება/აღდგენა;
** მონაცემთა ბაზების წარმადობის მონიტორინგი, პრობლემების დადგენა და ოპტიმიზაცია;
** Windows Server 2019/2022 მუშაობის გამოცდილება;
** ** MySQL, PostgreSQL, MongoDB მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება;
** SQL სკრიპტირება: SQL-ის (Structured Query Language) ცოდნა;
** მონაცემთა ბაზების განახლებებისა და დამატებითი მოდულების ინსტალაცია/გამართვა;
** მონაცემთა ბაზების მომხმარებლებისა და როლების მართვა;
** ახალი ტექნოლოგიური გადაწყვეტების შესწავლა/დანერგვა;

თანამდებობრივი სარგო: კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად.

პროფესიული ცოდნა, განათლება, გამოცდილება:

** უმაღლესი განათლება, სასურველია ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში;
** ბაზების ადმინისტრირების არანაკლებ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება MS SQL სერვერთან;
** მონაცემთა ბაზების მონიტორინგის ინსტრუმენტების ცოდნა (Red-Gate Sql Monitor / SolarWinds Performance Monitor) ჩაითვლება უპირატესობად;
** მონაცემთა ბაზის მონიტორინგისა და დიაგნოსტიკური ინსტრუმენტების გამოყენების გამოცდილება, მონაცემების შესაძლო გაჟონვის და სხვა პრობლემების დასაიდენტიფიცირებლად;

სხვა დამატებითი უნარები:

** ანალიტიკურად და ტექნიკურად აზროვნების უნარი;
** პრიორიტეტების განსაზღვრის და პრობლემაზე კონცენტრაციის უნარი;
** ორგანიზებულობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობა და კომუნიკაბელურობა;

დამატებითი შეთავაზება:

** სასიამოვნო სამუშაო გარემო;
** გუნდური მართვა;
** პროფესიული განვითარება (ტრენინგები; ვორქშოპები; კონფერენციები)
** კორპორაციული ჯანმრთელობის დაზღვევა;
** კორპორაციული ფიტპასი.

დაინტერესებულ პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ქართულ ენაზე შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე: hr@ita.gov.ge და თემის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

სსიპ - "ინფორმაციული ტექნოლოგიების სააგენტო" გისურვებთ წარმატებას!

"პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად თქვენი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. წინამდებარე ვაკანსიისათვის კანდიდატის მიერ CV-ს წარდგენა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების პოტენციური დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. შესაბამისად, რეზიუმეს გამოგზავნის შემთხვევაში სსიპ ინფორმაციული ტექნოლოგიების სააგენტო იტოვებს უფლებას, დაამუშაოს აპლიკანტის პერსონალური მონაცემები შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე