დასახელება:
გაყიდვების აგენტი, ავტომობ. სერვისის/WordPress სპეციალისტი
|
მომწოდებელი:
ოტო ჯორჯია
|
გამოქვეყნდა: 12 მაისი
/ ბოლო ვადა: 12 ივნისი
|
კომპანია "ოტო ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციებზე:
1. გაყიდვების აგენტი
ადგილმდებარეობა: თბილისი, მოსკოვის გამზირი 25 ნომერი.
სამუშაო განაკვეთი: სრული
კვირაში 5 დღე, 2 დღე დასვენება
ანაზღაურება საწყის ეტაპზე 1250 ლარი.
ძირითადი მოვალეობები:
** კლიენტების მოძიება
** პროდუქციის შეთავაზება
** შეკვეთების გაფორმება
** მიწოდების უზრუნველყოფა
საკვალიფიკაციო მოთხოვნა:
** აუცილებელია გაყიდვებში გამოცდილება
** აუცილებელია რუსული ენის ცოდნა
** აუცილებელია B კატეგორიის მართვის მოწმობა
პიროვნული მახასიათებლები:
** ენერგიულობა და კომუნიკაბელურობა
** გამართული მეტყველება და გადმოცემის უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი
** დისციპლინირებულობა
2. ავტომობილების სერვისში სპეციალისტი
ადგილმდებარეობა: თბილისი, მოსკოვის გამზირი 25 ნომერი.
სამუშაო განაკვეთი: ნახევარ განაკვეთზე, 09:00სთ-დან 14:00 სთ-მდე; 14:00სთ-დან 19:00სთ-მდე (ცვლებში) 1 დღე დასვენება
ანაზღაურება ნახევარ განაკვეთზე 950 ლარი
ძირითადი მოვალეობები:
** ძრავაში ზეთის შეცვლა
** ფილტრების შეცვლა
** აკუმულატორის მოხსნა/ ჩაყენება/ შემოწმება
** პროდუქციის მიწოდება თბილისის მასშტაბით
** მიწოდების დროს აკუმულატორის მოხსნა/ ჩაყენება/ შემოწმება
საკვალიფიკაციო მოთხოვნა:
** სასურველია აღნიშნულ სერვისში მუშაობის გამოცდილება
** აუცილებელია B კატეგორიის მართვის მოწმობა
პიროვნული მახასიათებლები:
** ენერგიულობა და კომუნიკაბელურობა
** გამართული მეტყველება და გადმოცემის უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი
** დისციპლინირებულობა
3. WordPress სპეციალისტი
ძირითადი მოვალეობები:
** არსებული WordPress საიტის მოწესრიგება და ოპტიმიზაცია
** საჭიროების შემთხვევაში პლაგინებისა და თემების განახლება/ინსტალაცია
** მობილური და დესკტოპ ვერსიების დიზაინის გამართვა
** საიტის სისწრაფის და SEO-მეგობრული სტრუქტურის გაუმჯობესება
** უსაფრთხოების ძირითადი მექანიზმების გამართვა
მოთხოვნები:
** WordPress სისტემასთან მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
** თემებისა და პლაგინების ფუნქციონალის ცოდნა
** საბაზისო HTML, CSS (სასურველია JavaScript და PHP ცოდნაც)
** სასურველია გამოცდილება Elementor-თან, WPBakery-სთან ან მსგავს Page Builder-ებთან
** პასუხისმგებლობიანი და დეტალებზე ორიენტირებული
რას გთავაზობთ:
** მოქნილი სამუშაო გრაფიკი (შესაძლებელია დისტანციურად მუშაობაც)
** ანაზღაურება შეთანხმებით, გამოცდილებიდან გამომდინარე.
** ზრდისა და განვითარებისთვის მეგობრული გარემო.
გთხოვთ თქვენი CV ფოტოსურათით გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@otogeorgia.ge და ველში მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით თქვენს მონაცემებს.
|
|
|
|