Робота для біженців з України
კომერციული ტვირთების გადაზიდვის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კომერციული ტვირთების გადაზიდვის სპეციალისტი
მომწოდებელი: Inex Group
გამოქვეყნდა: 12 მაისი / ბოლო ვადა: 12 ივნისი
საერთაშორისო გადამზიდავი კომპანია "ინექს გრუპი" აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციაზე - კომერციული ტვირთების გადაზიდვის სპეციალისტი.

"ინექს გრუპი" არის საერთაშორისო გადამზიდავი კომპანია, რომელიც ახორციელებს ონლაინ გამოწერილი ამანათების, პერსონალურად გამოგზავნილი ამანათებისა და კომერციული ტვირთების ტრანსპორტირებას მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან: ამერიკიდან, ევროპის ქვეყნებიდან, ისრაელიდან, ჩინეთიდან და სხვა. "ინექს გრუპი" ფილიალებისა და აგენტების ქსელის მეშვეობით ამანათების მიწოდებას ახდენს მთელი საქართველოს მასშტაბით.

ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი
ანაზღაურება: ფიქსირებულს + ბონუსი

საქმიანობის აღწერა:

** პოტენციური მომხმარებლებისა და პარტნიორების ბაზების შექმნა;
** პოტენციურ მომხმარებლებსა და პარტნიორებთან საქმიანი ურთიერთობის წარმოება, განვითარება და მონიტორინგი;
** სრული ლოჯისტიკური მომსახურების წარმოება, როგორც ლოკალური, ასევე უცხოელი მომხმარებლებისა და პარტნიორებისთვის;
** ტრანსპორტთან დაკავშირებული საბუთების წარმოება და კონტროლი;
** საბაჟო და კომერციულ ტერმინალებთან საქმიანი ურთიერთობის წარმოება;
** პერიოდული რეპორტების წარმოება მენეჯმენტთან.

აუცილებელი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (ეკონომიკის, სამართლის ან მენეჯმენტის სფეროში);
** აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის, მინიმუმ, ორწლიანი გამოცდილება;
** საბაჟო საქმის სრულყოფილი ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ფლობა (წერა, კითხვა, საუბარი);
** კომპიუტერული პროგრამების კარგი ცოდნა (Word, Excel, Internet, Outlook).

პიროვნული თვისებები და უნარები:

** დამოუკიდებელი და გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ლოგიკური აზროვნების უნარი;
** კეთილგანწყობა, თავაზიანობა, სისწრაფე და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** დაგეგმვისა და დროის მართვის უნარი.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ CV შემდეგ მისამართზე: career@inex.ge და სათაურის ველში მიუთითოთ თქვენთვის სასურველი პოზიციის დასახელება.

"ინექს გრუპი" გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე