Робота для біженців з України
გაყიდვების მენეჯერი - ქუთაისი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: კომპანია
გამოქვეყნდა: 09 მაისი / ბოლო ვადა: 09 ივნისი
კომპანია აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციებზე.

სამუშაო ადგილი: ქ. ქუთაისი

ფუნქცია-მოვალეობები: კორპორატიული და საცალო გაყიდვების წარმოება და მართვა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:   

** გამოცდილება გაყიდვების წარმოებასა და მართვაში;
** საოფისე პროგრამების და სალარო ოპერაციების ცოდნა (ტესტირება); 
** უმაღლესი განათლება.

კანდიდატების არჩევა მოხდება გასაუბრების საფუძველზე.

გასაუბრების შედეგად არჩეული კანდიდატები გაივლიან 1-დან 2 კვირამდე არაანაზღაურებად სწავლება-სტაჟირებას. ეტაპის წარმატებით გავლის შემთხვევაში გაუფორმდებათ შრომითი ხელშეკრულება ანაზღაურებად სტაჟირებაზე.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილები: ქ. ქუთაისი, ნიკეას ქ.10
** ანაზღაურება (ნეტ): ფიქსირებულს + პრემია, საშუალოდ 1000 + ლარი
** სამუშაო გრაფიკი: კვირაში 40 საათი, დასვენება - 2 დღე

ჩვენ გთავაზობთ:

** მზარდ ანაზღაურებას და საბონუსე სქემას - შედეგებთან ერთად მზარდია ფიქსირებული ანაზღაურება და მაღალი ბონუსის გამომუშავების შესაძლებლობა;
** პროფესიულ ტრენინგებს - დაეუფლები გაყიდვების ტექნიკებს და შეისწავლი სხვადასხვა რეალიზაციებთან დაკავშირებულ პროგრამებს;
** ყოველდღიურ მენტორინგს - გეყოლება პირადი მენტორი, რომელიც ადაპტაციის პერიოდში დაგეხმარება სწავლებასა და ყოველდღიური სამუშაოების შესრულებაში;
** სწრაფად ზრდის და დაწინაურების შესაძლებლობას - ყოველ 6 თვეში ერთხელ შედეგების მიხედვით გექნება პოზიციური დაწინაურების შესაძლებლობა.

ვაკანსიებთან დაკავშირებით კითხვები გთხოვთ მოგვწეროთ ვაიბერზე ან ვათცაპში ნომრებზე: 599 068 468; vacancy@pm.ge.

(შემოსულ ზარებზე პასუხი არ გაიცემა, კომუნიკაცია მხოლოდ მიმოწერით).

CV-ის ფოსტაზე vacancy@pm.ge გამოგზავნის გარეშე ვაკანსია არ განიხილება.

ვაკანსიებთან დაკავშირებით კითხვები მოგვწერეთ ვაიბერზე ან ვათცაპში ნომრებზე: 599 06 84 68;
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე