დასახელება:
უმცროსი ბუღალტერი
|
მომწოდებელი:
კონტაქტჰოუმი
|
გამოქვეყნდა: 08 მაისი
/ ბოლო ვადა: 08 ივნისი
|
ტექნიკის მაღაზიათა ქსელ "კონტაქტ ჰოუმის" გუნდში ვეძებთ უმცროს ბუღალტერს.
"კონტაქტ ჰოუმი" არის თანამედროვე სივრცე, სადაც თავმოყრილია საყოფაცხოვრებო ტექნიკის, ციფრული ტექნიკისა და ტექსტილის დიდი არჩევანი. ვთანამშრომლობთ 30-ზე მეტ საერთაშორისო ბრენდთან, როგორებიცაა: Samsung, LG, Bosch, Huawei, Realme, Sony და ა.შ. ჩვენ ორიენტირებულები ვართ თანამშრომლების პიროვნულ და კარიერულ ზრდაზე. დღეისთვის კომპანიაში დასაქმებულია 150-მდე თანამშრომელი და ეს რიცხვი სწრაფი ტემპით იზრდება.
უმცროსი ბუღალტრის ფუნქციები და მოვალეობები იქნება:
** შიდა განვადებების დარიცხვა და შესაბამისი ბუღალტრული გატარებების განხორციელება
** ყოველდღიური ბუღალტრული ოპერაციების მხარდაჭერა
** მარტივი ფინანსური დოკუმენტების შედგენა და დამუშავება
** პროგრამაში მონაცემების სწორად და დროულად შეყვანა
** სხვადასხვა ბუღალტრული და ადმინისტრაციული დავალებების შესრულება ხელმძღვანელის მითითებით
ჩვენს გუნდში ვეძებთ უმცროს ბუღალტერს, რომელსაც აქვს:
** ეკონომიკის, ბუღალტერიის ან ბიზნესის მიმართულებით დაწყებული/დასრულებული განათლება
** სასურველია ბუღალტერიაში საწყისი ცოდნა ან პრაქტიკული კურსის გავლა
** საბუღალტრო პროგრამებთან მუშაობის სურვილი (მაგ. Oris, Balance, 1C - ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად)
** საოფისე პროგრამების (Excel, Word) ცოდნა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ყურადღება დეტალების მიმართ
ჩვენი გუნდი კი გთავაზობთ:
** მოქნილ სამუშაო გრაფიკს: დღეში 8 საათი, კვირაში 5 დღე, შეთანხმებით 2 დასვენების დღე;
** ანაზღაურება: ფიქსირებული;
** ჯანმრთელობის კორპორაციული დაზღვევა; (ინდივიდუალური და საოჯახო)
** Fitpass;
** წელიწადში 3 ანაზღაურებადი Day Off;
** კარიერული წინსვლასა და დაწინაურების ხელშეწყობას
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტით მისამართზე: CV@kontakt.ge. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 8 ივნისი (გამოგზავნის შემთხვევაში გთხოვთ, სათაურის ("subject") ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "უმცროსი ბუღალტერი ").
გისურვებთ წარმატებას!
** * მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 1 (ერთი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე. კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.
გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი მონაცემები, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.
|
|
|
|