Робота для біженців з України
მძღოლის დამხმარე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მძღოლის დამხმარე
მომწოდებელი: კონტაქტჰოუმი
გამოქვეყნდა: 08 მაისი / ბოლო ვადა: 08 ივნისი
ტექნიკის მაღაზიათა ქსელი "კონტაქტ ჰოუმის" ცენტრალურ საწყობში ვეძებთ მძღოლის დამხმარეს.

"კონტაქტ ჰოუმი" არის თანამედროვე სივრცე, სადაც თავმოყრილია საყოფაცხოვრებო ტექნიკის, ციფრული ტექნიკისა და ტექსტილის დიდი არჩევანი. ვთანამშრომლობთ 30-ზე მეტ საერთაშორისო ბრენდთან, როგორებიცაა: Samsung, LG, Bosch, Huawei, Realme, Sony და ა.შ. ჩვენ ორიენტირებულები ვართ თანამშრომლების პიროვნულ და კარიერულ ზრდაზე. დღეისთვის კომპანიაში დასაქმებულია 150-მდე თანამშრომელი და ეს რიცხვი სწრაფი ტემპით იზრდება.

სამუშაო ადგილი - თბილისი, აეროპორტის დასახლება

მძღოლის დამხმარის ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები იქნება:

** მძღოლების დახმარება პროდუქციის მიწოდებაში;
** მძღოლის დახმარება სატვირთო მანქანის ჩატვირთვა-გადმოტვირთვაში;
** აღჭურვილობის ან პროდუქტების მომხმარებლებისთვის და კლიენტებისთვის მიწოდება;
** მძღოლების დახმარება, თითოეულ დანიშნულების ადგილზე ნავიგაციასა და გრაფიკის მიხედვით და პროდუქციის მიწოდება;

ჩვენს გუნდში ვეძებთ საწყობის თანამშრომელს, რომელსაც აქვს:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, პუნქტუალურობა;
** სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
** მართვის მოწმობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;

ჩვენი გუნდი კი გთავაზობთ:

** მოქნილი სამუშაო გრაფიკი: 40 საათიანი სამუშაო კვირა;
** ანაზღაურება: 900 ლარი + ბონუსი;
** ჯანმრთელობის კორპორატიულ დაზღვევა; (ინდივიდუალური და საოჯახო)
** Fitpass;
** წელიწადში 3 ანაზღაურებადი Day Off.
** კარიერული წინსვლასა და დაწინაურების ხელშეწყობას;

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტით მისამართზე: CV@kontakt.ge. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 8 ივნისი (გამოგზავნის შემთხვევაში გთხოვთ, სათაურის ("subject") ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "მძღოლის დამხმარე").

გისურვებთ წარმატებას!

** * მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 1 (ერთი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე. კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.

გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი მონაცემები, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე