დასახელება:
კორპორატიული ქლაუდ პროდუქტების მფლობელი
|
მომწოდებელი:
UGT
|
გამოქვეყნდა: 08 მაისი
/ ბოლო ვადა: 08 ივნისი
|
კომპანია "UGT" აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული ქლაუდ პროდუქტების მფლობელის (Product Owner) პოზიციაზე.
კომპანიის შესახებ
"იუ-ჯი-თი" საქართველოში ციფრული ტექნოლოგიების სფეროს ლიდერია, რომელმაც საქმიანობა IT სფეროში ოცდაშვიდი წლის წინ დაიწყო და დროთა განმავლობაში გააფართოვა მოქმედების არეალი. დღეისთვის, ჩვენ წარმატებით ვნერგავთ სხვადასხვა სექტორზე მორგებულ გადაწყვეტებს არა მხოლოდ კლასიკური IT მიმართულებით, არამედ ისეთ სფეროებში, როგორიცაა ელექტროობის და შენობების მართვის, გადახდების და ნაღდი ფულის დამუშავების, ვიდეო მონიტორინგის, მზის ენერგიის და სხვა უახლესი ტექნოლოგიები.
კორპორატიული ქლაუდ პროდუქტების მფლობელის პოზიციის აღწერა
ვეძებთ გამოცდილ და მოტივირებულ პროდუქტების მფლობელს, რომელიც უხელმძღვანელებს ჩვენი კორპორატიული ქლაუდ სერვისების ხაზს. შერჩეული კანდიდატი იქნება პასუხისმგებელი ქლაუდ პროდუქტებისა და გადაწყვეტილებების სტრატეგიის შემუშავებაზე, მათ განვითარებაზე, წარმატებულ ფუნქციონირებასა და კორპორატიული მომხმარებლებისთვის ღირებულების შექმნაზე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები
პროდუქტის სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება:
** ენტერპრაიზ ქლაუდ პროდუქტების ხედვის, სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განსაზღვრა და მართვა;
** ბაზრის კვლევის ჩატარება, კონკურენტული გარემოს ანალიზი და კორპორატიული მომხმარებლების ღრუბლოვან სერვისებთან დაკავშირებული საჭიროებების იდენტიფიცირება;
** ქლაუდ პროდუქტებისა და სერვისების პრიორიტეტების განსაზღვრა და მათი ეფექტური კომუნიკაცია დაინტერესებულ მხარეებთან.
პროდუქტის განვითარება და მართვა:
** მოთხოვნების შეგროვება და ანალიზი ენტერპრაიზ ქლაუდ პლატფორმისა და მასზე დაფუძნებული სერვისების ახალი ფუნქციონალის შესაქმნელად;
** ქლაუდ გადაწყვეტილებების განვითარების პროცესში აქტიური მონაწილეობის მიღება საწყისი კონცეფციიდან საბოლოო გამოშვებამდე;
** Agile გარემოში მუშაობა და ქლაუდ პროდუქტების backlog-ის მართვა;
** ქლაუდ სერვისების წარმადობისა და გამოყენების მონიტორინგი და ანალიზი, საჭირო გაუმჯობესებების დაგეგმვა და განხორციელება.
ენტერპრაიზ ქლაუდ ინფრასტრუქტურის მართვა და მხარდაჭერა:
** ენტერპრაიზ ქლაუდ პლატფორმის (Private, Hybrid, Multi-Cloud) გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
** ღრუბლოვანი სერვისების მონიტორინგი და პრობლემების დროული აღმოფხვრა;
** მონაწილეობა ქლაუდ ინფრასტრუქტურის განახლებისა და გაფართოების პროცესებში.
პროცესების მართვა და ოპტიმიზაცია:
** ენტერპრაიზ ქლაუდ პროდუქტებთან დაკავშირებული ოპერაციული პროცესების (მაგ: მიწოდება, ბილინგი, მხარდაჭერა) შემუშავება, დანერგვა და ოპტიმიზაცია;
** პროცესების ეფექტურობის მონიტორინგი და გაუმჯობესების გზების ძიება ქლაუდ ოპერაციებში.
დოკუმენტაციის მომზადებაში მონაწილეობა:
** ენტერპრაიზ ქლაუდ სერვისებისთვის ტექნიკური და საოპერაციო დოკუმენტაციის მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
** კორპორატიული მომხმარებლებისთვის განკუთვნილი დოკუმენტაციის შემუშავებაში დახმარების გაწევა ქლაუდ გადაწყვეტილებების შესახებ.
კომუნიკაცია და თანამშრომლობა:
** აქტიური კომუნიკაცია და თანამშრომლობა სხვადასხვა გუნდთან (ინჟინერია, ოპერაციები, გაყიდვები, მარკეტინგი, მენეჯმენტი), განსაკუთრებით ქლაუდ ინფრასტრუქტურასა და აპლიკაციებზე მომუშავე გუნდებთან;
** კორპორატიულ კლიენტებთან და დაინტერესებულ მხარეებთან რეგულარული შეხვედრების გამართვა და ქლაუდ პროდუქტების სტატუსის შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
მუდმივი ზრუნვა პროდუქტების განვითარებაზე:
** ახალი ქლაუდ ტექნოლოგიების, სერვისებისა და ინდუსტრიის ტენდენციების შესწავლა ენტერპრაიზ ქლაუდის მიმართულებით (მულტი-ქლაუდი, ჰიბრიდული ქლაუდი, Cloud Security და ა.შ.);
** ინოვაციური იდეების გენერირება და მათი განხორციელების შესაძლებლობების შეფასება ქლაუდ სერვისებში.
პროფესიული უნარები/მოთხოვნები:
** რომელიმე წამყვანი ენტერპრაიზ ქლაუდ პლატფორმის (მაგალითად, VMware Cloud, OpenStack, ან საჯარო ქლაუდების Azure, AWS, GCP - ენტერპრაიზ დონეზე) არქიტექტურის, სერვისებისა და შესაძლებლობების სიღრმისეულად ცოდნა;
** ენტერპრაიზ ქლაუდ გადაწყვეტილებებთან, მათ არქიტექტურასთან და დანერგვასთან მუშაობის გამოცდილება;
** ქლაუდის ვენდორებთან/პარტნიორებთან მუშაობის გამოცდილება, მოთხოვნების მომზადება, პროექტების კონტროლი.
სასურველი პროფესიული ცოდნა:
** ჰიბრიდული და მულტი-ქლაუდ სტრატეგიების ცოდნა;
** ქლაუდ უსაფრთხოების პრინციპებისა და საუკეთესო პრაქტიკის ცოდნა;
** კონტეინერიზაციის (Docker, Kubernetes) და ინფრასტრუქტურა-როგორც-კოდი (IaC - Terraform, CloudFormation) კონცეფციების ცოდნა;
** მონაცემთა სანახების (Storage) არქიტექტურის და ტექნოლოგიების ცოდნა ქლაუდის კონტექსტში.
განათლება: უმაღლესი ან შესაბამისი პროფესიული განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით ან მომიჯნავე დარგებში.
ენები:
** ქართული და ინგლისური ენების მაღალ დონეზე ცოდნა;
** სასურველია რუსული ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე.
სამუშაო გამოცდილება: მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება.
კომპეტენციები:
** ბიზნეს პროცესებისა და მოთხოვნების ანალიზის უნარი, განსაკუთრებით კორპორატიული IT საჭიროებების კონტექსტში;
** დამოუკიდებელი მუშაობისა და ინიციატივების გამოჩენის უნარი;
** პრობლემების კომპლექსური ანალიზისა და გადაჭრის უნარი;
** ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი;
** მულტითასქინგის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** ამოცანების დაგეგმვისა და შესრულების პროცესის ეფექტურად მართვა.
დასაქმების პირობები:
** სამუშაო ადგილი: თბილისი
** სამუშაო განაკვეთი: სრული
ბენეფიტები:
** საინტერესო პროექტებზე მუშაობის შესაძლებლობა;
** პროფესიული ტრენინგები და სერტიფიკაცია;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** Fitpass.
დამატებითი ინფორმაცია
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, შეავსოთ განაცხადი 8 ივნისის ჩათვლით.
განაცხადის გასაკეთებლად, საჭიროა გადახვიდეთ მოცემულ ბმულზე, დარეგისტრირდეთ ჩვენს კარიერ საიტზე და გააკეთოთ განაცხადი: https://career.ugt.ge/job-invite/1066/
მადლობა დაინტერესებისთვის, გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|