Робота для біженців з України
ინჟინერი სუსტი დენების მიმართულებით
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ინჟინერი სუსტი დენების მიმართულებით
მომწოდებელი: UGT
გამოქვეყნდა: 08 მაისი / ბოლო ვადა: 08 ივნისი
კომპანია "UGT" აცხადებს ვაკანსიას სუსტი დენების მიმართულების ინჟინრის პოზიციაზე.

კომპანიის შესახებ

"იუ-ჯი-თი" საქართველოში ციფრული ტექნოლოგიების სფეროს ლიდერია, რომელმაც საქმიანობა IT სფეროში ოცდაშვიდი წლის წინ დაიწყო და დროთა განმავლობაში გააფართოვა მოქმედების არეალი. დღეისთვის, ჩვენ წარმატებით ვნერგავთ სხვადასხვა სექტორზე მორგებულ გადაწყვეტებს არა მხოლოდ კლასიკური IT მიმართულებით, არამედ ისეთ სფეროებში, როგორიცაა ელექტროობის და შენობების მართვის, გადახდების და ნაღდი ფულის დამუშავების, ვიდეო მონიტორინგის, მზის ენერგიის და სხვა უახლესი ტექნოლოგიები.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სუსტი დენების მიმართულებით კონკრეტული გადაწყვეტილებების მოფიქრება (solution) და პროექტის მომზადება, როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ ენაზე;
** კლიენტისგან მიღებული არქიტექტურული ნახაზის გარჩევა;
** პოტენციურ კლიენტებთან ურთიერთობისას პროდუქტის შეთავაზების მომზადებაში მონაწილეობის მიღება, გაყიდვების გუნდის მხარდაჭერა ტექნიკური მიმართულებით;
** სუსტი დენების მიმართულებით სისტემების საპროექტო ნახაზის შედგენა, ტექნიკური მოწყობილობების შერჩევა, კომპონენტების სრული სიის მომზადება და პროექტის სავარაუდო ბიუჯეტის დადგენა;
** საჭიროების შემთხვევაში გადაწყვეტილების მოსამზადებლად ობიექტის შესწავლა ინჟინერ-ინსტალატორების გუნდთან ერთად;
** პროექტში ცვლილებების შეტანა და პროექტის მიმდინარეობის კონტროლი;
** ობიექტზე სისტემების პროექტირება, გამართვა და კონფიგურაცია;
** ელექტრო და BMS სისტემებში გამოყენებული სხვადასხვა მწარმოებლების პროდუქციის მახასიათებლებისა და ფუნქციების შესწავლა და სიახლეების შესახებ ცოდნის მუდმივი განახლება;
** ელექტროობისა და BMS-ის ბაზრის შესწავლა და ანალიზი;
** ხელმძღვანელის ინფორმირება განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ;
** კომპეტენციის ფარგლებში ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.

ენები:

** ინგლისური ენის ცოდნა;
** სამუშაო გამოცდილება: აღნიშნული მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;

კომპეტენციები:

** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** დროის ეფექტიანად მართვის უნარი;
** სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** სიზუსტესა და დეტალებზე ორიენტირებული;
** როგორც დამოუკიდებლად, ასევე გუნდურად მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა.

დასაქმების პირობები:

** სამუშაო ადგილი: თბილისი
** სამუშაო განაკვეთი: სრული

ბენეფიტები:

** ჯანმრთელობის დაზღვევა
** Fitpass

დამატებითი ინფორმაცია

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, შეავსოთ განაცხადი 8 ივნისის ჩათვლით.

განაცხადის გასაკეთებლად, საჭიროა გადახვიდეთ მოცემულ ბმულზე, დარეგისტრირდეთ ჩვენს კარიერ საიტზე და გააკეთოთ განაცხადი: https://career.ugt.ge/job-invite/1004/

მადლობა დაინტერესებისთვის, გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე