დასახელება:
ტექნიკური მხარდაჭერის მენეჯერი
|
მომწოდებელი:
Optimo
|
გამოქვეყნდა: 08 მაისი
/ ბოლო ვადა: 08 ივნისი
|
"OPTIMO" ტექნიკური მხარდაჭერის მენეჯერს ეძებს!
"OPTIMO" - მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის შექმნილი სალაროსა და გაყიდვების მართვის პროგრამაა, რომელიც მაქსიმალურად არის მორგებული ამ ბიზნესების საჭიროებებს. ის უზრუნველყოფს მარაგების, შესყიდვებისა და გაყიდვების მართვას, ანალიზსა და ფინანსურ აღრიცხვას, ასევე აწვდის ყველა საჭირო ინფორმაციას ბიზნესის მფლობელებს. ამასთან, ოპტიმო მუდმივად ნერგავს ახალ ფუნქციონალსა და ინოვაციებს, რომელიც უფრო და უფრო მეტ ბიზნესს უმარტივებს საქმიანობას და ეხმარება მის უკეთ მართვასა და განვითარებაში.
უფრო დეტალურად: http://www.optimo.ge
ძირითადი ფუნქციები:
** ოპტიმოს პროგრამის ინსტალაცია, ტექნიკურად გამართვა და შემდგომ მომსახურება.
** ტექნიკური ინციდენტების დროს მყისიერი რეაგირება და პრობლემის შეძლებისდაგვარად სწრაფად აღმოფხვრა.
** მომხმარებლებთან კომუნიკაცია დაფიქსირებული საკითხების გადაწყვეტის შესახებ;
** საჭიროების შემთხვევაში, მოწყობილობების დამხმარე მოწყობილობებთან კონფიგურირება და მათი გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა.
** პარტნიორების ტექნიკური მხარდაჭერა და პრობლემური საკითხების მოგვარება, მათი ინტერესების მაქსიმალურად გათვალისწინებით.
** სხვადასხვა პროცესებისთვის დამხმარე პერიოდული რეპორტების წარმოება;
ძირითადი მოთხოვნები:
** მცირე და საშუალო ბიზნესებთან ურთიერთობის მინ. 1 წლიანი გამოცდილება;
** Windows ოპერაციული სისტემების ცოდნა;
** სხვადასხვა სამომხმარებლო პროგრამების ინსტალირებისა და მომსახურების ცოდნა;
** ქსელური ტექნიკის ზოგადი ცოდნა;
** Excel-ში მუშაობის გამოცდილება.
** სასურველია რუსული და ინგლისური ენების ცოდნა;
სამუშაო პირობები:
** 5 სამუშაო დღე;
** 10:00 საათიდან - 19:00 საათამდე;
** ფიქსირებული ხელფასი + საბონუსე სისტემა
ლოკაცია: პეკინის 41
დაინტერესების შემთხვევაში გაგვიზიარეთ CV ლინკზე - https://bit.ly/3xcyuTY
|
|
|
|