დასახელება:
ელექტრიკოსი
|
მომწოდებელი:
Glass Work
|
გამოქვეყნდა: 08 მაისი
/ ბოლო ვადა: 08 ივნისი
|
კომპანია "Glass Work" წარმოადგენს ყველაზე დიდ მინის საწარმოს საქართველოში, რომლის საწარმო ფართი 50000 კვ.მ-ზეა განთავსებული. "Glass Work"-ის საწარმოო ხაზი აღჭურვილია თანამედროვე დანადგარებით და სპეც-ტექნიკით, ხოლო მაღალკვალიფიცირებული პერსონალი, უცხოელი სპეციალისტების ჩართულობით უზრუნველყოფს პროდუქციის უმაღლეს ხარისხს.
კომპანია "Glass Work" აცხადებს ვაკანსიას ელექტრიკოსის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, რუსთავის გზ. 50 (ქვემო ფონიჭალა);
ანაზღაურება: ფიქსირებული (კვალიფიკაციის შესაბამისად);
განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00;
აუცილებელი მოთხოვნები:
** პროფესიული განათლება ენერგეტიკის მიმართულებით და ელექტრიკოსის სერტიფიკატი;
** IV ან V ჯგუფის კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერტიფიკატი;
** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე;
თანამდებობრივი ვალდებულებები:
** კომპანიაში არსებული ელექტრო ინფრასტრუქტურის (მათ შორის: დანადგარების, ელ.ძრავების, ელ.გამანაწილებელი კარადების, მაღალი ძაბვის უჯრედების) უსაფრთხო და გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
** ელექტრული დაზიანებების აღმოჩენა, აღდგენითი სამუშაოების წარმოება;
** ელ-სისტემების და საველე ტექნიკის ექსპლუატაციის ხარისხის კონტროლი და ხარვეზების დროული გამოვლენა;
** ელექტრული ცალხაზოვანი სქემის წაკითხვის უნარი;
** არსებული ელექტრო გაყვანილობის რემონტი და გეგმიური შემოწმება;
** ელექტროენერგიის მოხმარების მონიტორინგი;
** საწარმოში არსებული უსაფრთხოების ნორმების დაცვა;
** ელექტროენერგიის გამანაწილებელ/მომწოდებელ კომპანიებთან ურთიერთობა და ინფორმაციის გაცლა;
** სამუშაო საჭიროებებიდან გამომდინარე, უშუალო ხელმძღვანელის მიერ გაცემული დავალებების შესრულება.
პიროვნული თვისებები:
** თავაზიანი;
** პასუხისმგებლობიანი;
** მოწესრიგებული;
** ენერგიული;
** შრომისმოყვარე;
** პუნქტუალური.
თუ თვლით რომ აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს და გსურთ შეუერთდეთ მოტივირებულ, ზრდაზე ორიენტირებულ გუნდს და პროფესიულად განვითარდეთ გამოაგზავნეთ თქვენი CV მისამართზე hr@glasswork.ge ან დაგვიკავშირდით ნომერზე 574750011. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.
თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს "Glass Work"-მა დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს "Glass Work"-ის ბაზაში 1 წლის ვადით.
|
|
|
|