Робота для біженців з України
ქოსთ კონტროლიორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ქოსთ კონტროლიორი
მომწოდებელი: Communal Hospitality
გამოქვეყნდა: 08 მაისი / ბოლო ვადა: 08 ივნისი
"კომუნალ ჰოსფითალითი" წამყვანი ქართული კომპანიაა სტუმარ-მასპინძლობის სფეროში, რომელიც მოიცავს კომუნალ ბრენდის ბუტიკ სასტუმროებს, კონცეპტუალურ რესტორნებს და კოქტეილ ბარებს.

კომუნალ ჰოსფითალითი 2017 წელს შეიქმნა და მას შემდეგ თბილისში, თელავში და ქუთაისში კრეატიული პროექტები განახორციელა. კომუნალ ბრენდის სასტუმროებმა და რესტორნებმა საერთაშორისო აღიარება მოიპოვა გავლენიან გამომცემლობებში: ვოგი, თაიმ, ლე ფიგარო.

კომუნალ ჰოსფითალითი ორიენტირებულია კრეატიულ, თანამედროვე კონცეფციების შექმნა-დანერგვაზე, ევროპული მართვის მოდელზე და გუნდის წევრების მუდმივ განვითარებაზე.

კომუნალ ჰოსფითალითი აცხადებს ვაკანსიას ქოსთ კონტროლიორის პოზიციაზე:

ძირითადი უფლება-მოვალეობები:

** FMG პროგრამაში მენიუს კალკულაციების აწყობა, გაშვება და შემდგომი კონტროლი.
** რესტორნების მენიუებში მოცემული ფასების სწორად შეყვანა FMG პროგრამაში, ქოსთების კონტროლი განახლებული ფასების მიხედვით.
** FMG პროგრამაში სასაწყობე ოპერაციების ამსახველი მონაცემების გატარება.
** FMG პროგრამაში შესყიდვების გატარება.
** ხელმძღვანელის მიერ მოთხოვნილი რეპორტების წარმოება ყოველდღიურ რეჟიმში.
** FMG პროგრამაში ჩამოწერების გატარება.
** საჭიროების შემთხვევაში ინვენტარიზაციის პროცესში ჩართულობა
** ინვენტარიზაციის შედეგების საფუძველზე კალკულაციების შემოწმება და დაკორექტირება საჭიროების შემთხვევაში.
** ინვენტარიზაციის შემდგომ დოკუმენტაციის წარმოება და დროული მიწოდება ფინანსურ დირექტორთან.
** შეთანხმებული პერიოდის ფარგლებში შესაბამისი რეპორტების მომზადება და უშუალო ხელმძღვანელისთვის გადაგზავნა.
** ყოველდღიური შესყიდვების, მიწოდებებისა და ხარჯების ანალიზი
** რეცეპტურების მიხედვით პროდუქტის თვითღირებულების განსაზღვრა
** ფასების კონტროლი და შემოსავლისა და ხარჯების შედარებითი ანალიზი
** ეფექტური ურთიერთობა სამზარეულოს გუნდთან

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** გამოცდილება აღნიშნულ პოზიციაზე;
** Microsoft პროგრამების ცოდნა;
** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა;
** FMG პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;

პირობები:

** გრაფიკი: სრული
** ანაზღაურება: კვალიფიკაციიდან გამომდინარე
** სამუშაო ადგილი: თბილისი

კანდიდატები, რომლებიც დააკმაყოფილებენ ვაკანსიის მოთხოვნებს, გაივლიან გასაუბრებას:

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@communalcompany.com. ელექტრონული წერილის სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე