დასახელება:
უმცროსი ბუღალტერი
|
მომწოდებელი:
ჯეპი
|
გამოქვეყნდა: 08 მაისი
/ ბოლო ვადა: 08 ივნისი
|
კომპანია "GeoPaper" აცხადებს ვაკანსიას უმცროსი ბუღალტრის პოზიციაზე.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ გვერდს: http://geopaper.ge/
ძირითადი მოვალეობები:
** პირველადი დოკუმენტაციის მიღება, წარმოება, დაარქივება და კონტროლი;
** პირველადი დოკუმენტაციის შექმნა;
** სასაქონლო ზედნადების, ანგარიშ-ფაქტურების გაწერა და პროგრამაში ასახვა; ინვოისისა და მიღება-ჩაბარების აქტის შედგენა;
** ბუღალტრული ოპერაციებისა და დოკუმენტაციის წარმოება საბუღალტრო პროგრამაში;
** ბანკთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოება და კონტროლი;
** სასაქონლო-მატერიალური მარაგების ნაშთების გავლა;
** ხელმძღვანელის სხვა დავალებებისა და მითითებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.
აუცილებელი მოთხოვნები:
** სასურველია უმაღლესი განათლება ფინანსების, ან საბუღალტრო აღრიცხვის მიმართულებით;
** სასურველია FINA-ში მუშაობის გამოცდილება;
** აუცილებელია საოფისე პროგრამების, კერძოდ Excel-ის ცოდნა.
პიროვნული თვისებები:
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** მოტივირებული და განვითარებაზე ორიენტირებული;
** ყურადღებიანი და დეტალებზე ორიენტირებული;
** გუნდური მუშაობის უნარი.
სამუშაო გრაფიკი: სრული, კვირაში 40 სთ.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, სამგორის რაიონი, ენუქიძის ქუჩა # 7
ანაზღაურება: საწყისი 1200 ₾
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: vacancy@geopaper.ge და ელ.ფოსტის სათაურში მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება.
გისურვებთ წარმატებას!
"რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ თანხმობას აცხადებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება ჯეპ-ის მიერ, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანს წარმოადგენს კანდიდატის შესაბამისობის დადგენა ვაკანსიის მოთხოვნებთან, გასაუბრებაზე დაბარების ან/და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღება, ამასთან რეზიუმე შეინახება არაუმეტეს 12 თვის ვადით.
|
|
|
|