Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=632690&print=yes&view=jobs
 
პროდუქტის სტრატეგიული განვითარების ხელმძღვანელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პროდუქტის სტრატეგიული განვითარების ხელმძღვანელი
მომწოდებელი: უნისონი
გამოქვეყნდა: 08 მაისი / ბოლო ვადა: 08 ივნისი
სადაზღვევო კომპანია "უნისონი" დაფუძნდა 2011 წელს და დროის მცირე მონაკვეთში ქართული სადაზღვევო ბაზრის ერთ-ერთი თვალსაჩინო მოთამაშედ იქცა. სადაზღვევო სფეროში, მენეჯმენტის მრავალწლიანი გამოცდილებითა და პროფესიონალიზმით, ძლიერი საერთაშორისო პარტნიორებითა და მრავალფეროვანი პროდუქტებით "უნისონმა" სწრაფად და ადვილად მოიპოვა მომხმარებლის ნდობა და ბაზრის სოლიდური წილი.

ჩვენი მისიაა ყოველდღიურად მზარდი რისკების ფონზე უზრუნველვყოთ საკუთარი მომხმარებლების სტაბილურობა და სიმშვიდე, ვიზრუნოთ მათ ჯანმრთელობაზე. ჩვენ გვჯერა, რომ პროგრესს თავისუფალი და განვითარებაზე ორიენტირებული ადამიანები ქმნიან და ვეძებთ გუნდის ახალ წევრს პროდუქტის სტრატეგიული განვითარების ხელმძღვანელის პოზიციაზე მარკეტინგის დეპარტამენტში.

სამუშაოს ლოკაცია: ქ.თბილისი დ გამრეკელის 19
გამოსაცდელი ვადა: 6 თვე
სამუშაო დრი: ორშაბათი-პარასკევი 09:30 წთ-18:30 წთ-მდე

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ბაზრისა და კონკურენტული გარემოს ანალიზი ახალი სადაზღვევო პროდუქტის იდეების მოსაპოვებლად
** პროდუქტის შექმნა და განვითარებაზე ორიენტირებულობა
** მომხმარებელთა სეგმენტაციისა და ქცევის ანალიზი მარკეტინგულ გუნდთან თანამშრომლობით
** სადაზღვევო პროდუქტების კონცეფციის შემუშავება და პროტოტიპირება
** თანამშრომლობა ანალიტიკის, იურიდიული, რისკებისა და გაყიდვების გუნდებთან პროდუქტის განვითარების მიზნით
** პროდუქტების პოზიციონირების და სარეკლამო კამპანიების უზრუნველყოფა
** პროდუქტის ეფექტურობის მონიტორინგი ბაზარზე და შემდგომი გაუმჯობესების ინიციატივების შემუშავება
** დოკუმენტაციის, პირობებისა და წესების მომზადებაში მონაწილეობა
** ციფრულ და მარკეტინგულ კამპანიებთან კოორდინაცია ახალი პროდუქტის გაცნობისა და პოპულარიზაციის მიზნით

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება მარკეტინგში ან ბიზნეს ადმინისტრირებაში
** მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება პროდუქტების განვითარებაში, მარკეტინგში
** სადაზღვევო ან ფინანსურ სექტორში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** ახალი პროდუქტის შემუშავების და ბაზარზე წარმატებით გატანის გამოცდილება

თუ დაგაინტერესა ამ პოზიციამ და თვლი რომ მზად ხარ საინტერესო გამოწვევებისთვის გამოგვიგზავნე რეზიუმე შემდეგ ელ.მისამართზე: vacancy@unison.ge და სათაურის ველში მიუთითე პოზიციის დასახელება: პროდუქტის სტრატეგიული განვითარების ხელმძღვანელის პოზიციაზე მარკეტინგის დეპარტამენტში

"უნისონი" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და წარმატებას გისურვებთ!

სს "სადაზღვევო კომპანია უნისონი", ვაკანსიაზე შესაბამისობის დადგენისა და შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით, ახორციელებს პრეტენდენტის პერსონალური მონაცემის დამუშავებას "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით. ვაკანსიაზე გამოგზავნილი რეზიუმე და სხვა დოკუმენტები ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 2 წლის განმავლობაში. ამასთან, კანდიდატისთვის შესაძლებელია შეთავაზებულ იქნეს სხვა, მისთვის უფრო რელევანტური პოზიცია, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

რეზიუმეს დამსაქმებლისთვის გაგზავნის გზით პრეტენდენტი თავისი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე თანხმობას ავტომატურად აცხადებს. იმ შემთხვევაში თუ კანდიდატს არ სურს თავისი პერსონალური მონაცემები დამუშავებულ იქნეს კომპანიის მიერ აუცილებელია წერილობით მოგვმართოს და მოითხოვოთ მათი ცვლილება ან წაშლა.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია