დასახელება:
გაყიდვების მენეჯერი
|
მომწოდებელი:
უნისონი
|
გამოქვეყნდა: 08 მაისი
/ ბოლო ვადა: 08 ივნისი
|
სადაზღვევო კომპანია "უნისონი" 2011 წლიდან წარმატებით ოპერირებს ქართული სადაზღვევო ბაზარზე. ჩვენი მისიაა ყოველდღიურად მზარდი რისკების ფონზე უზრუნველვყოთ საკუთარი მომხმარებლების სტაბილურობა და სიმშვიდე, ვიზრუნოთ მათ ჯანმრთელობაზე.
ჩვენ გვჯერა, რომ პროგრესს თავისუფალი და განვითარებაზე ორიენტირებული ადამიანები ქმნიან და ვეძებთ გუნდის ახალ წევრს გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, დ. გამრეკელის 19
სამუშაო განაკვეთი: სრული
სამუშაო საათები: 09:30-18:30
ძირითადი ფუნქციები:
** მოიძიო მომხმარებლები
** შეისწავლო მომხმარებლების მოთხოვნები და შესთავაზო შესაბამისი პროდუქტი
** მოამზადო პოტენციური მომხმარებლებისთვის შეთავაზება და დაგეგმო შეხვედრები
** განახორციელო არსებულ მომხმარებლებთან სხვადასხვა პროდუქტების გაყიდვა
** მართო და აკონტროლო მომხმარებლების სადაზღვევო ანგარიშები
** იმუშაო ფაიფლაინში
მოთხოვნები:
** იყო სტუდენტი ან გქონდეს უმაღლესი განათლება;
** სასურველია გაყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა სამომხმარებლო დონეზე;
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე.
ჩვენ გთავაზობთ:
** მზარდი-ფიქსირებული ხელფასი + საკომისიო;
** ბონუსი;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** განვითარების შესაძლებლობა.
თუ დაგაინტერესა ამ პოზიციამ და თვლი, რომ მზად ხარ საინტერესო გამოწვევებისთვის გამოგვიგზავნე რეზიუმე შემდეგ ელმისამართზე: vacancy@unison.ge და სათაურის ველში მიუთითე პოზიციის დასახელება: გაყიდვების მენეჯერი.
"უნისონი" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და წარმატებას გისურვებთ!
სს "სადაზღვევო კომპანია უნისონი", ვაკანსიაზე შესაბამისობის დადგენისა და შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით, ახორციელებს პრეტენდენტის პერსონალური მონაცემის დამუშავებას "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით. ვაკანსიაზე გამოგზავნილი რეზიუმე და სხვა დოკუმენტები ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 2 წლის განმავლობაში. ამასთან, კანდიდატისთვის შესაძლებელია შეთავაზებულ იქნეს სხვა, მისთვის უფრო რელევანტური პოზიცია, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
რეზიუმეს დამსაქმებლისთვის გაგზავნის გზით პრეტენდენტი თავისი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე თანხმობას ავტომატურად აცხადებს. იმ შემთხვევაში თუ კანდიდატს არ სურს თავისი პერსონალური მონაცემები დამუშავებულ იქნეს კომპანიის მიერ აუცილებელია წერილობით მოგვმართოს და მოითხოვოთ მათი ცვლილება ან წაშლა.
|
|
|
|