დასახელება:
რეზერვაციების აგენტი
|
მომწოდებელი:
Billionaire Ramada Plaza by Wyndham Batumi
|
გამოქვეყნდა: 08 მაისი
/ ბოლო ვადა: 08 ივნისი
|
სასტუმრო "Billionaire Ramada Plaza by Wyndham Batumi" აცხადებს ვაკანსიას რეზერვაციების აგენტის პოზიციაზე.
სამუშაოს აღწერილობა:
დეპარტამენტი: გაყიდვები
უშუალო ხელმძღვანელი: გაყიდვების მენეჯერი
მდებარეობა: ბათუმი, ჟიული შარტავას ქ. N8
გრაფიკი: 10:00 - 18:00 (5/2)
ანაზღაურება: 1500 ლარი
მოვალეობები და პასუხისმგებლობა:
** შემოსულ სატელეფონო ზარებზე, ელექტრონულ ფოსტაზე პასუხის გაცემა და სასტუმროს შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება;
** ჯავშნების ყოველდღიურად შემოწმება და ნებისმიერი ცდომილების შესახებ უშუალო ხელმძღვანელისთვის ინფორმაციის დროულად მიწოდება;
** მომდევნო დღეს გამსვლელი სტუმრების სიის გადამოწმება ყოველდღიურად;
** სასტუმროში გასამართი ღონისძიების შესახებ ინფორმაციის მოძიება და შემდეგ გაზიარება შესაბამის განყოფილებებთან;
** ღონისძიების გაუქმების შემთხვევაში ორგანიზატორებთან კონტაქტი, ასევე წინასწარ დარეგისტრირებულ პირებთან დაკავშირება და ფინანსური საკითხების პროცედურული უზრუნველყოფა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა;
** MS Office-ის ცოდნა;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
** გუნდური მუშაობის უნარი;
გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV მოცემულ ელექტრონულ ფოსტაზე: hr@ramadaplazabatumi.com და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
სასტუმრო "Billionaire Ramada Plaza by Wyndham Batumi" გისურვებთ წარმატებებს და მოუთმენლად ელოდება თქვენთან თანამშრომლობას.
|
|
|
|