Робота для біженців з України
კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: Delivo
გამოქვეყნდა: 07 მაისი / ბოლო ვადა: 07 ივნისი
"დელივო" არის ამანათების მიწოდების სტარტაპ კომპანია, რომელიც სთავაზობს მოწინავე ტექნოლოგიების და ლოჯისტიკის სისტემის დანერგვის საშუალებით მომხმარებლებს სწრაფ და საიმედო ამანათების მიწოდების სერვისებს მთელი საქართველოს მასშტაბით. ჩვენი მიზანია, შევქმნათ მარტივი, სწრაფი და თანამედროვე მიტანის სერვისი, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყანაში ეკონომიკის ზრდას.

"დელივო" აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე თბილისში.

მისამართი: ჭავჭავაძის 49 დ ნომერი
გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-19:00

ძირითადი მოვალეობები:

** პოტენციური კლიენტების მოძიება და კლიენტთა ბაზის წარმოება;
** პოტენციურ კლიენტებთან შეხვედრების დაგეგმვა და ორგანიზება;
** კლიენტებისთვის კომპანიის სერვისების წარდგენა/გაცნობა;
** კლიენტის მოთხოვნების შესწავლა და მათ ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული შეთავაზების მომზადება;
** მეილზე შემომავალი ინფორმაციის დამუშავება და სწორი დელეგირება, სატელეფონო ზარებზე პასუხი;
** საფოსტო სერვისების თეორიული და პრაქტიკული ცოდნა;
** პორტალთან დაკავშირებული საკითხების ცოდნა;
** უშუალო ხელმძღვანელისგან მიღებული სხვა და სხვა დავალებების შესრულება;
** არსებულ და ახალ კლიენტებთან სანდო და მყარი პარტნიორული ურთიერთობის დამყარება, ლოიალობისა და კმაყოფილების გაზრდა;
** გაყიდვების მიმართულებით არსებული ხარვეზების გამოვლენა, ხელმძღვანელობისათვის წარდგენა და მათ აღმოფხვრაზე მუშაობა;
** კომპანიის მიერ დადგენილი გაყიდვების გეგმების შესრულება;
** საკუთარი საქმიანობის რეგულარული რეპორტინგი;
** CRM- სისტემაში მუშაობა;
** დოკუმენტაციის ფაილინგის შედგენა პროცედურის შესაბამისად, როგორც მატერიალურად ასევე ელექტრონულად;
** პრობლემური ქეისების გადაჭრა დამოუკიდებლად ან/და უშუალო ხელმძღვანელთან შეთანხმებით;
** კომპანიის მომსახურების სფეროებისა და მიმდინარე აქციების ფარგლებში სხვა აქტუალური ინფორმაციის ცოდნა.

პროფესიული მოთხოვნები:

** გაყიდვების სექტორში მუშაობის გამოცდილება - აუცილებელია;
** ინგლისური და რუსული- B2 ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა სამომხმარებლო დონეზე;
** ეფექტური ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
** ანალიზის და ეფექტურად გადმოცემის უნარი.

პიროვნული თვისებები:

** მოლაპარაკებების ეფექტურად წარმოების უნარი;
** ორგანიზებულობა და დროის სწორი მართვა;
** მიზანდასახულობა და შედეგებზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** გუნდური მუშაობა;
** სტრესულ სიტუაციაში ეფექტურად მუშაობის უნარი.

კომპანია გთავაზობთ:

** ანაზღაურება: 1500 ლ + ბონუსი;
** საინტერესო, ჯანსაღ და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** დაზღვევას გამოსაცდელი ვადის შემდეგ.

დაინტერესებულმა პირებმა, ვისი უნარები და გამოცდილებაც შეესაბამება მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: vacancy@dflgroup.net არაუგვიანეს 2025 წლის 7 ივნისისა.

"დელივო" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.
"დელივოში" თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები "დელივოს" მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის არაუმეტეს 3 წლის ვადით. გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე