დასახელება:
ფინანსური რეპორტინგის ჯგუფის სპეციალისტი
|
მომწოდებელი:
მოდერნ ბიზნეს სოლუშენს
|
გამოქვეყნდა: 07 მაისი
/ ბოლო ვადა: 07 ივნისი
|
შპს "მოდერნ ბიზნეს სოლუშენს"-Modern Business Solutions აცხადებს ვაკანსიას ფინანსური რეპორტინგის ჯგუფის სპეციალისტის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი, ქ. თბილისი, დიღმის მასივი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00-დან 18:00-მდე;
ანაზღაურება: 1500 net
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** გადახდების და შემოსავლების აღრიცხვა და შესაბამისი ანგარიშგების შედგენა
** ხელფასების დათვლაში მონაწილეობის მიღება
** დებიტორების და კრედიტორების ანგარიშგების და დავალიანებების კონტროლი
** ფულის მოძრაობის კონტროლი
** ყოველთვიურ რეპორტებისთვის ინფორმაციის დამუშავება
** ფინანსური გუნდის მხარდაჭერა
სავალდებულო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ფინანსების/ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
** ფინანსურ სფეროში, მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინ. 2 წლიანი გამოცდილება;
** ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;
** ACCA - პირველი დონის ცოდნა
** MS Excel-ის ცოდნა მაღალ სამუშაო დონეზე.
** ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი.
** ინგლისური ენის ცოდნა
პიროვნული უნარ-თვისებები:
** ანალიტიკური აზროვნება;
** ყურადღებიანი და დეტალებზე ორიენტირებული;
** სამუშაოს დადგენილ ვადებში შესრულების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
რას გთავაზობთ
ჩვენ გთავაზობთ მეგობრულ, კომუნიკაბელურ და კონკურენტუნარიან სამუშაო გარემოს, კარიერული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას, გამოცდილების მიღებას ძალიან საინტერესო და სპეციფიურ ინდუსტრიაში.
თუ თვლით, რომ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სამუშო თქვენთვის საინტერესოა და, ამასთანავე, აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს, გთხოვთ, მოგვაწოდოთ რეზიუმე (CV) ქვემოთ მითითებულ ელ-ფოსტაზე და დანიშნულებაში მიუთითოთ ქალაქი: modernbusinesssolutionshr@gmail.com
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|