დასახელება:
ავტოდამტვირთველის ოპერატორი
|
მომწოდებელი:
თბილღვინო
|
გამოქვეყნდა: 07 მაისი
/ ბოლო ვადა: 07 ივნისი
|
"თბილღვინო" ღვინის მწარმოებელი ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა საქართველოში. კომპანიის ისტორია 1962 წლიდან იწყება, როდესაც საქართველოში ყველაზე დიდი ღვინის საწარმო გაიხსნა, რომელიც 90-იან წლებში კერძო კომპანიად იქცა და მალევე დაიმკვიდრა მნიშვნელოვანი ადგილი საერთაშორისო ბაზარზე.
კომპანია დღეის მდგომარეობით 170-მდე მუდმივ თანამშრომელს ასაქმებს. ფლობს ორ თანამედროვე წარმოებას თბილისსა და ყვარელში, 402 ჰექტრამდე ვენახებს კახეთის რეგიონში.
დაარსებიდან დღემდე, კომპანიამ უდიდესი აღიარება და უამრავი ჯილდო მოიპოვა ისეთ საერთაშორისო კონკურსებზე, როგორებიცაა Decanter London, IWSC, IWC, Mondial, Berlin Wine Trophy და ბევრი სხვა.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: http://www.tbilvino.ge
"თბილღვინო" აცხადებს ვაკანსიას ავტოდამტვირთველის ოპერატორის პოზიციაზე ჩამოსხმის, მზა პროდუქციის და დამხმარე მასალების საამქროში.
ფუნქცია-მოვალეობები:
** მზა პროდუქციის დასაწყობების პროცედურის თანამიმდევრობის დაცვა
** შესაბამისი მანქანა-დანადგარის სწორი ექსპლუატაცია
** მზა პროდუქციის, ან დამხმარე მასალების საწყობში მუშაობა
** მიღებული დამხმარე მასალების დაცლა და დასაწყობება სახეობების მიხედვით
** შეკვეთების დატვირთვა სატრანსპორტო საშუალებებში
** ტვირთების უსაფრთხოდ გადაადგილება/დასაწყობება
** საწარმოო ხაზის მომარაგება შეკვეთების შესაბამისად სახეობების და ოდენობების მიხედვით
** სანიტარია-ჰიგიენის წესების დაცვა
** კომპეტენციის ფარგლებში სამუშაო პროცესში უშუალო ხელმძღვანელის დავალებების შესრულება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
დამტვირთველი მოწყობილობის მართვის გამოცდილება
ანაზღაურება: ხელზე ასაღები საშუალოდ 1200-1350 ლარი
სხვა პირობები:
** სამუშაო ადგილი: თბილისი, დავით სარაჯიშვილის #2
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, I ცვლა - 08:00 - 17:00 / II ცვლა - 10:00 - 19:00. შესვენება - 1 საათი
** კომპანია უზრუნველყოფს ჯანმრთელობის დაზღვევას
დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ან საკონტაქტო ინფორმაცია ელექტრონულ მისამართზე: join@tbilvino.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება (ავტოდამტვირთველის ოპერატორი).
CV-ის გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანია "თბილღვინომ" დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზეც.
|
|
|
|