დასახელება:
უძრავი ქონების შემფასებელი ექსპერტი
|
მომწოდებელი:
სფერო ჰოლდინგი
|
გამოქვეყნდა: 06 მაისი
/ ბოლო ვადა: 06 ივნისი
|
კომპანია "სფერო ჰოლდინგი" აცხადებს ვაკანსიას უძრავი ქონების შემფასებელი ექსპერტის პოზიციაზე მივესალმებით შესაბამისი ცოდნისა და გამოცდილების სერტიფიცირებულ კანდიდატებს, რომლებსაც აქვთ კომუნიკაციის, გადაწყვეტილებების მიღების, ანალიტიკური, გუნდური მუშაობის და ორგანიზების უნარები, არიან კრეატიულები და სიახლეებზე ორიენტირებული ადამიანები.
სამუშაო განაკვეთი: შეთანხმებით
ანაზღაურება: გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით
მოვალეობები და დამატებითი მოთხოვნები:
** უძრავი ქონების ბაზრის კვლევა და მუდმივი მონიტორინგი;
** ქონების შეფასების მეთოდიკა საბაზრო ღირებულებასთან მიმართებაში;
** საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის და მარეგულირებელი რეგლამენტების ცოდნა, რაც უზრუნველყოფს უძრავი ქონების რეალური ფასის განსაზღვრას;
** სწორი კომუნიკაციის წარმართვა კლიენტებთან ურთიერთობისას;
** შეფასებისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** ობიექტის შესახებ ინფორმაციის გაანალიზება სამართლებრივი ექსპერტიზის ჩატარებისთვის;
** ქონების შეფასების სტანდარტებისა და მისი ჩატარების მეთოდების ცოდნა და სწორი გაანგარიშების უნარი;
** საქმიანი ურთიერთობის ეთიკის ნორმების ცოდნა.
ძირითადი მოთხოვნები:
** უძრავი ქონების შემფასებლის სერტიფიკატი;
** ამ სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
უნარები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** კომუნიკაბელურობა;
დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ, გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: hr@sferoholding.ge.
|
|
|
|