Print | Close
https://www.jobs.ge//ge/?id=632135&print=yes&view=jobs
 
გაყიდვების ქოლცენტრის ოპერატორების თიმ ლიდერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების ქოლცენტრის ოპერატორების თიმ ლიდერი
მომწოდებელი: ბიომარკეტი
გამოქვეყნდა: 06 მაისი / ბოლო ვადა: 06 ივნისი
კომპანია "ბიომარკეტი" წარმატებით მოღვაწეობს საქართველოში უკვე 8 წელი, სპეციალიზირდება ბადების ონლაინ გაყიდვებზე სილამაზისა და ჯანმრთელობის სფეროში.

ჩვენ ვაუმჯობესებთ ჩვენი კლიენტების ცხოვრების ხარისხს უნიკალური და სერტიფიცირებული პროდუქციით.

ვაკანსიის აღწერილობა:

ჩვენ ვეძებთ ქოლცენტრის თიმ ლიდერს გაყიდვების მოცულობის გასაზრდელად. საჭიროა მოტივაცია, თანამშრომელთა კონტროლი და მათი მაჩვენებლების გაუმჯობესება.

ჩვენი შემოთავაზებაა:

** ანაზღაურება: ფიქსირებული 1200 ლარი + ბონუსი (საშუალოდ 2000-2500 ლარი)
** სამუშაო გრაფიკი: 8-საათიანი (5/2);
** სტაბილური გადახდები თვეში ორჯერ;
** კარიერული ზრდის პერსპექტივა გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციამდე;
** სამუშაო კომფორტულ ოფისში თბილისის ცენტრში

ჩვენი მოთხოვნები:

** რუსული ენის ცოდნა B2 დონეზე;
** გუნდის მართვის გამოცდილება (მინიმუმ 10 თანამშრომლით);
** მინიმუმ 6-თვიანი გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე (ჯგუფის ხელმძღვანელი ან თიმ-ლიდერი);
** ორიენტაცია შედეგზე, დისციპლინირებულობა, კომუნიკაბელურობა;
** გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი.

ძირითადი მოვალეობები:

** გაყიდვების გეგმათა კონტროლი და შესრულება;
** უკუკავშირი მენეჯერებთან და მათი სწავლება;
** გრაფიკების შედგენა და დისციპლინის კონტროლი;
** კომუნიკაცია კომპანიის სხვა დეპარტამენტებთან.

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: recrutergeorgia@gmail.com, Subject-ის ველში აუცილებლად მიუთითეთ თიმ-ლიდერი.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია