დასახელება:
მენეჯერი
|
მომწოდებელი:
ზღაპარი
|
გამოქვეყნდა: 06 მაისი
/ ბოლო ვადა: 06 ივნისი
|
მაღაზიათა ქსელი "ზღაპარი" აცხადებს ვაკანსიას მენეჯერის პოზიციაზე ფოთის ფილიალში.
სამუშაო პირობები:
** სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00 და შაბათი 10:00-15:30
** ანაზღაურება: ურთიერთშეთანხმებით
მოვალეობები:
** მომწოდებლებისაგან სარეალიზაციო პროდუქციის დროული შესყიდვა და დროული განთავსება სავაჭრო დარბაზში.
** სასაქონლო ნაშთების უწყვეტობისა და გეგმური შენაძენის კონტროლი.
** გაჩერებული პროდუქციის ნაშთის კონტროლი.
** ყოველთვიური სარეალიზაციო გეგმის მიღწევაზე ზრუნვა და გაწერილი გეგმის შესრულების ყოველდღიური კონტროლი.
** ახალი თანამშრომლის შერჩევა ადაპტირების პროცესის წარმართვა/კონტროლი.
** დაქვემდებარებული პერსონალის კოორდინირება / სწავლება შესრულებული საქმიანობის კონტროლი.
** მომხმარებელთან სისტემატური კონტაქტი მათი მოთხოვნების გათვალისწინების მიზნით.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** აუცილებელია სამუშაო გამოცდილება პროდუქციის მიმღები ოპერატორის, დარბაზის ადმინისტრატორის პოზიციაზე (სასურველია სამუშაო გამოცდილება მენეჯერის პოზიციაზე)
** აუცილებელია ოფის პროგრამების ფლობა.
** სასურველია პროგრამა აპექსის ფლობა.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** კომუნიკაბელურობა.
** პუნქტუალურობა.
** შედეგებზე ორიენტირებულობა.
** ყურადღებიანობა.
** სწრაფი აზროვნება.
** გუნდის მართვის უნარი.
ვაკანსიით დაინტერესებულ პირებს შეგიძლიათ გამოგვიგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@zgapari.ge (სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება და ადგილმდებარეობა).
გაცნობებთ, რომ შპს "ზღაპარი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.
|
|
|
|