Робота для біженців з України
მძღოლი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მძღოლი
მომწოდებელი: Starring Georgia
გამოქვეყნდა: 06 მაისი / ბოლო ვადა: 31 მაისი
კომპანია შპს "სთარინგ ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას მძღოლის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, მერაბ ალექსიძის N1. ხოლო ღონისძიებების/პროექტების დაგეგმვა/განხორციელების პროცესში ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, სოფელი ნატანები (შეკვეთილი).
** სამუშაო განაკვეთი: სრული
** ყოველთვიური ანაზღაურება: 1913 ლარი (დარიცხული)

ფუნქცია-მოვალეობები:

** თანამშრომელთა უსაფრთხო გადაადგილება;
** საჭიროების შემთხვევაში ორგანიზაციის გასაგზავნი დოკუმენტების ადრესატებამდე მიტანის უზრუნველყოფა;
** ავტომობილის ტექნიკური გამართულობის მუდმივი კონტროლი;
** ავტომანქანის სისუფთავეზე ზრუნვა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** B კატეგორიის მართვის მოწმობა
** მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა.

პიროვნული თვისებები/უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა;
** დისციპლინირებულობა;
** პუნქტუალურობა.

თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გამოგვიგზავნეთ თქვენი CV მისამართზე: hr@bsa.gov.ge 2025 წლის 31 მაისის ჩათვლით და სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმეს მითითებულ ელ ფოსტაზე გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას ან/და დამუშავდეს. შეგროვებული პერსონალური მონაცემები კონფიდენციალურია და არ ხორციელდება მათი გადაცემა მესამე პირებისათვის, გარდა კანონმდებლობით დადგენილი შემთხვევებისა.
მონაცემების დამუშავებას ახორციელებს შპს "სთარინგ ჯორჯია" (ს/კ 404747743), რეგისტრაციის მისამართი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, სოფ. ნატანები (შეკვეთილი), რომელიც მოქმედებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

მონაცემთა დამუშავების მიზანია ვაკანსიის (მათ შორის სამომავლო ვაკანსიის) მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენა დასაქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით.

მონაცემები ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, თქვენ უფლებამოსილი ხართ მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ შემდეგ მისამართზე info@bsa.gov.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე