დასახელება:
მექანიზატორი
|
მომწოდებელი:
მეღვინეობა ხარება
|
გამოქვეყნდა: 06 მაისი
/ ბოლო ვადა: 06 ივნისი
|
ღვინის მწარმოებელი კომპანია "მეღვინეობა ხარება" უძველეს ტრადიციებზეა დაფუძნებული. კომპანია მუშაობს ვაზის უნიკალური კულტურის შენარჩუნებასა და ღვინის წარმოებაზე, როგორც უძველესი მეთოდით, ასევე უახლესი ტექნოლოგიებით.
კომპანიას პირად საკუთრებაშია 1700 ჰექტარი მიწა, რომელზეც გაშენებულია უნიკალური ქართული და ევროპული ვაზის ჯიშები, საიდანაც შესაბამისად მზადდება მაღალი ხარისხის ღვინოები. ღვინოების წარმოება ხდება აღმოსავლეთში - კერძოდ კახეთში და დასავლეთში - იმერეთში, სამეგრელოში, რაჭასა და ლეჩხუმში.
შპს "მეღვინეობა ხარება" აცხადებს ვაკანსიას მექანიზატორის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: სვირი, ეწერი (სამი ვაკანტური პოზიცია)
სამუშაო განაკვეთი: სრული
ხელზე ასაღები ანაზღაურება: 1000 ლარი (გამოსაცდელი ვადა 6 თვე), შემდგომ 1200 ლარი,
გარდა ხელფასისა, ტექნიკით შესრულებული სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები ექვემდებარება დამატებით ანაზღაურებას კონკრეტული სამუშაოს ტარიფის შესაბამისად.
ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:
** სამუშაოების დასაწყებად სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის მომზადება;
** საჭიროებისამებრ დამხმარე ტექნიკის (მისაბმელი, სატვირთო და ა.შ) გამართვა;
** მცირე გაუმართაობის შემთხვევაში ტექნიკის შეკეთება;
** რთვლის დროს ყურძნის ტრანსპორტირების უზრუნველყოფა;
** სასოფლო-სამეურნეო ტექნიკით სხვადასხვა სამუშაოების შესრულება (დაფრეზვა, კულტივაცია და ა.შ);
** ტექნიკის საწვავით დროული უზრუნველყოფა;
** საწვავის ხარჯის კონტროლი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება;
** B და T კატეგორიის მართვის მოწმობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** ორგანიზებული
ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნოთ ელფოსტაზე: m.khvadagiani@winerykhareba.com; vacancy@winerykhareba.com და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება "მექანიზატორი".
|
|
|
|