Робота для біженців з України
ინჟინერ-პროექტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ინჟინერ-პროექტანტი
მომწოდებელი: თერმო ცენტრი
გამოქვეყნდა: 06 მაისი / ბოლო ვადა: 06 ივნისი
კომპანია "თერმო ცენტრი" 2001 წლიდან არსებობს ქართულ ბაზარზე. მის საქმიანობაში შედის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ცენტრალური გათბობის, სანტექნიკის, წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემების გასამართად საჭირო მასალების იმპორტი საქართველოში.

ჩვენს ქსელში მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს გათბობის ქვაბები, რადიატორები, აბაზანის საშრობები, წყალგაყვანილობის და სანტექნიკის მონტაჟისთვის საჭირო ცივი და ცხელი წყლის პლასტმასის მილები და სხვა მოწყობილობები.

ჩვენი მიზანი და წარმატების მთავარი ფაქტორი, ჩვენ მიერ შემოთავაზებული ხარისხიანი და ინოვაციური პროდუქციაა.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს შემდეგ მისამართზე: http://www.thermocenter.ge

შპს "თერმო ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას ინჟინერ-პროექტანტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ა.ბელიაშვილის 145ა.

ჩვენ გთავაზობთ:

** კვებას
** ჯანმრთელობის დაზღვევას
** Fitpass

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** გათბობა-გაგრილება-ვენტილაციისა და წყალმომარაგება-კანალიზაციის საინჟინრო პროექტების შედგენა.
** შედგენილი პროექტის მიხედვით, მიმდინარე სამონტაჟო სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობა;
** დამონტაჟებული დანადგარების გაშვება, მოდულაციის პროცესში მონაწილეობის მიღება;
** ობიექტებზე ვიზიტი და მიმდინარე სამუშაოების კონტროლი.
** N2 ფორმის შედგენაში მონაწილეობა;
** მიმდინარე პროექტების შესახებ ანგარიშის მომზადება და წარდგენა ხელმძღვანელობასთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** Autocad და Revit პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
** სამონტაჟო ინვენტარის და მასალების ტექნიკური მახასიათებლების ცოდნა;
** უცხო ენების ცოდნა;
** საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა.

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:

** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** კომუნიკაბელურობა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ ფოსტაზე - hr@thermocenter.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "ინჟინერ-პროექტანტი".

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე