Робота для біженців з України
მორიგე უმცროსი ექთანი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მორიგე უმცროსი ექთანი
მომწოდებელი: პინეო სამედიცინო ეკოსისტემა
გამოქვეყნდა: 06 მაისი / ბოლო ვადა: 05 ივნისი
შპს "პინეო სამედიცინო ეკოსისტემა" აცხადებს ვაკანსიას მორიგე უმცროსი ექთნის პოზიციაზე სხვადასხვა განყოფილებაში

სამუშაო გრაფიკი: 24 სთ მორიგეობა ყოველ მე-4 დღეს
ანაზღაურება: მორიგეობაზე ხელზე ასაღები 72 ლარი

ძირითადი მოვალეობები:

** საავადმყოფოს მიერ შემუშავებული პროცედურების (ფორმალური და არაფორმალური წესები) და პროტოკოლების (პაციენტის მდგომარეობაზე დაკვირვება, ჩანაწერები და სხვა) შესრულება, მისი კომპეტენციის ფარგლებში;
** ექთნის ასისტირება;
** საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: აუცილებელია მსგავს პოზიციაზე სამუშაო გამოცდილება

სავალდებულოა კანდიდატმა წარმოადგინოს ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი დოკუმენტი: ცნობა უნივერსიტეტიდან (მინიმუმ III სემესტრი)

დაინტერესებულმა პირებმა გადმოაგზავნეთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@pineo.ge

გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ პოზიცია წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება. შპს "პინეო სამედიცინო ეკოსისტემა" მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას.

განცხადების მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 05 ივნისს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე