დასახელება:
დღის რეგისტრატორი
|
მომწოდებელი:
პინეო სამედიცინო ეკოსისტემა
|
გამოქვეყნდა: 06 მაისი
/ ბოლო ვადა: 05 ივნისი
|
შპს "პინეო სამედიცინო ეკოსისტემა" აცხადებს ვაკანსიას დღის რეგისტრატორის პოზიციაზე
სამუშაო გრაფიკი: 8 სთ კვირაში 5 სამ. დღე
ფუნქცია-მოვალეობები:
** პაციენტის ოპერატიული და თავაზიანი მომსახურება;
** პაციენტების გამოკითხვა, იდენტიფიცირება და მათი სამედიცინო მომსახურების დაფინანსების წყაროს გარკვევა;
** პაციენტის სადაზღვევო სტატუსის დადგენა სახელმწიფო პორტალზე;
** პაციენტების ინფორმირება სამედიცინო მომსახურების ღირებულების შესახებ;
** დამფინანსებელი ორგანიზაციის დაუყოვნებელი ინფორმირება შეტყობინების ბარათის შესაბამისად;
** სალარო აპარატის ჩეკის გაცემა, მომსახურების საფასურის გადახდის ქვითრის შესაბამისად;
** მონაცემთა ბაზაში პაციენტის რეგისტრაცია, რიგითი ნომრის მინიჭება, ამბულატორიული ბარათის გახსნა, ელექტრონული სამედიცინო ბარათის შევსება;
** პირადობის მოწმობის მონაცემების, მიმართვის ბარათის, სადაზღვევო პოლისის, საგარანტიო წერილის მონაცემთა ბაზაში შეტანა/გადამოწმება და სამედიცინო ისტორიის გახსნა;
** სადაზღვევო კომპანიიდან წინასწარი შეტყობინების ან/და მიმართვის ბარათის არქონის შემთხვევაში ინფორმაციის გადამოწმება, საჭირო დოკუმენტაციის მომზადება და გაფორმება პირობების შესაბამისად
პიროვნული თვისებები:
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ორგანიზებული და მოწესრიგებული;
** ყურადღებიანი დეტალების მიმართ.
** დროის ეფექტურად განაწილების უნარი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: უმაღლესი განათლება/სტუდენტი
დაინტერესებულმა პირებმა გადმოაგზავნეთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@pineo.ge
გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ პოზიცია წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება. შპს "პინეო სამედიცინო ეკოსისტემა" მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას.
განცხადების მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 05 ივნისი.
|
|
|
|