Робота для біженців з України
ფილიალის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფილიალის მენეჯერი
მომწოდებელი: კონტაქტჰოუმი
გამოქვეყნდა: 06 მაისი / ბოლო ვადა: 05 ივნისი
ტექნიკის მაღაზიათა ქსელში "კონტაქტ ჰოუმის" გუნდში ვეძებთ ფილიალის მენეჯერს.

"კონტაქტ ჰოუმი" არის თანამედროვე სივრცე, სადაც თავმოყრილია საყოფაცხოვრებო ტექნიკის, ციფრული ტექნიკისა და ტექსტილის დიდი არჩევანი. ვთანამშრომლობთ 30-ზე მეტ საერთაშორისო ბრენდთან, როგორებიცაა: Samsung, LG, Bosch, Huawei, Realme, Sony და ა.შ. ჩვენ ორიენტირებულები ვართ თანამშრომლების პიროვნულ და კარიერულ ზრდაზე. დღეისთვის კომპანიაში დასაქმებულია 150-მდე თანამშრომელი და ეს რიცხვი სწრაფი ტემპით იზრდება.

ფილიალის მენეჯერის ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები იქნება:

** მაღაზიის პერსონალის ეფექტური მართვა;
** მაღაზიის პერსონალის მიერ მომხმარებელთა სრულყოფილი მომსახურების კონტროლი, კომპანიაში დადგენილი სტანდარტების შესაბამისად;
** მაღაზიაში საქონლის განთავსების ორგანიზება დადგენილი სტანდარტების შესაბამისად;
** ფასმაჩვენებლების მოწესრიგებულობა და ეფექტური განთავსების კონტროლი;
** სალაროს პროგრამული და რეალური ნაშთის გადამოწმება და მეილის საშუალებით ქსელის მმართველთან დაფიქსირება;
** საქონლის მარაგების ნაშთების კონტროლი დეფექტური მარაგების აღრიცხვა და მართვა პროცედურების შესაბამისად;
** ინვენტარიზაციაში მონაწილეობის მიღება.

ჩვენს გუნდში ვეძებთ ფილიალის მენეჯერს, რომელსაც აქვს:

** უმაღლესი განათლება (ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით);
** სარესტორნო სფეროში მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ ორ წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** ეფექტური კომუნიკაციის, დაგეგმვისა და სტრატეგიული ხედვის უნარი;
** გუნდის ეფექტური მართვის უნარი.

ჩვენი გუნდი კი გთავაზობთ:

** მოქნილ სამუშაო გრაფიკს: დღეში 8 საათი, კვირაში 5 დღე, შეთანხმებით 2 დასვენების დღე
** ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი
** ჯანმრთელობის კორპორატიულ დაზღვევა (ინდივიდუალური და საოჯახო)
** Fitpass
** წელიწადში 3 ანაზღაურებადი Day Off
** კარიერული წინსვლასა და დაწინაურების ხელშეწყობა

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტით მისამართზე: CV@kontakt.ge. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 5 ივნისი (გამოგზავნის შემთხვევაში გთხოვთ, სათაურის ("subject") ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "ფილიალის მენეჯერი").

გისურვებთ წარმატებას!

მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 1 (ერთი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე. კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.

გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი მონაცემები, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე