Робота для біженців з України
ხარისხის ლაბორანტ-მაკონტროლებელი - რუსთავი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ხარისხის ლაბორანტ-მაკონტროლებელი
მომწოდებელი: Caucasian PET Company
გამოქვეყნდა: 05 მაისი / ბოლო ვადა: 05 ივნისი
სს "კავკასიან პეტ კომპანი" ლიდერია PET შეფუთვის წარმოებასა და რეალიზაციაში საქართველოსა და კავკასიის ქვეყნებში.

ოფისი და ქარხანა მდებარეობს ქ. რუსთავში.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას შემდეგ თანამდებობაზე: ხარისხის ლაბორანტ-მაკონტროლებელი - 1 ვაკანსია

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ან საშუალო პროფესიული განათლება შემდეგი სპეციალობიდან ერთ-ერთში მაინც: ლაბორანტი, ტექნოლოგი, ინჟინერი, ხარისხის მაკონტროლებელი, სამედიცინო მუშაკი, ფარმაცევტი, ქიმიკოსი.
** წინა სამუშაო გამოცდილება შემდეგი სპეციალობიდან ერთ-ერთში მაინც: ტექნიკური პროფესიული სპეციალისტი, ლაბორანტი, ტექნოლოგი, ხარისხის მაკონტროლებელი, ოპერატორი ან ინჟინერი, სამედიცინო მუშაკი, ქიმიის მასწავლებელი, ფარმაცევტი.
** საზომი ხელსაწყოების გამოყენების ცოდნა.
** სააღრიცხვო დოკუმენტაციის წარმოების გამოცდილება.
** წარმოების ხარისხის კონტროლის გამოცდილება.
** ქართული და რუსული ენების ფლობა.
** კომპიუტერთან მუშაობის უნარები სამომხმარებლო დონეზე.
** კარგი მხედველობა და ხანგრძლივად ვიზუალური სამუშაოს შესრულების უნარი.
** წესების და ინსტრუქციების მკაცრად დაცვა.
** პასუხისმგებლობა, ყურადღება და შესრულების მაღალი დონე.
** სწრაფი ათვისების უნარი.

თანამდებობრივი მოვალეობები:

** შესაბამისი სტანდარტების დაცვით საწარმოო პროცესის ხარისხის კონტროლი.
** ხარისხის კონტროლის ანგარიშგების დოკუმენტაციის მომზადება გაზომვების განხორციელებით და აღრიცხვით, პროდუქტის სტანდარტებთან შესაბამისობის შესახებ ანგარიშების შედგენა და დასკვნების გაცემა.
** მეტროლოგიური ანალიზების ჩატარება.
** პროდუქციის ნორმასთან შესაბამისობის შესახებ დასკვნების გაცემა.
** საამქროს სანიტარული ნორმების დაცვის კონტროლი და მონაცემების ჟურნალში შეტანა.

სამუშაო პირობები:

** ქ. რუსთავი, ლაბორატორია, საამქრო. სამუშაო გრაფიკი ცვლებში: 08:00-დან 20:00-მდე და 20:00-დან 08:00-მდე (2 დღე სამუშაო - დღის და ღამის ცვლა + 2 დღე დასვენება).
** ანაზღაურება 3 თვის გამოსაცდელი ვადის განმავლობაში 1075₾ ხელზე ან 5, 89₾ საათში (დამოკიდებულია ფაქტიურად გამომუშავებულ ცვლებზე). გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ - 1300₾ - ან 7, 12₾ საათში (დამოკიდებულია გამომუშავება ცვლებზე).
** პრემირება - წლის მუშაობიდან გამომდინარე.

ჩვენი სოციალური პაკეტი მოიცავს:

** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** ტრანსპორტირება - სამსახურში მიყვანა-წამოყვანა (რუსთავში);
** კორპორატიულ ნომერი;
** კვება;
** FITPASS-ის კორპორატიული ტარიფი (აუზი, სატრენაჟორო დარბაზი)

რეზიუმე გამოაგზავნეთ ქართული, რუსულ ენაზე ელ. მისამართზე: viktoriya.kovalenko@caucasianpet.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე