Робота для біженців з України
მონაცემთა ბაზასთან მუშაობის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მონაცემთა ბაზასთან მუშაობის სპეციალისტი
მომწოდებელი: ამერიქარს
გამოქვეყნდა: 05 მაისი / ბოლო ვადა: 05 ივნისი
ავტოიმპორტიორი კომპანია "ამერიქარს" აცხადებს ვაკანსიას მონაცემთა ბაზასთან მუშაობის სპეციალისტის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული
ანაზღაურება: ფიქსირებული

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიაში არსებულ რამდენიმე პროგრამაში საჭირო ინფორმაციის შეყვანა, განახლება, თვალყურის დევნება
** ავტომობილის მოგების შემდეგ კომპანიის სისტემაში ავტომობილის დარეგისტრირება და ფოტოების გადმოტანა
** მიმღებ პორტში ავტომობილის და ავტომობილის საბოლოო მიმღების რეგისტრაცია რეგისტრაცია
** გადაზიდვის და პორტში მიყვანის შემდეგ, ფოტოების გადმოტანა, სტატუსების ცვლილება
** ბაზის მუდმივი დამუშავება, განახლება
** ჩატვირთვის თარიღების, კონტეინერის ნომრების, სავარაუდო შემოსვლის თარიღის და ა.შ. მუდმივი კონტროლი, განახლება

მოთხოვნები:

** მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** პუნქტუალური, დეტალებზე ორიენტირებული,
** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა;

რას გთავაზობთ:

** კონკურენტული ანაზღაურება
** სასიამოვნო და დინამიური, მზარდი სამუშაო გარემო
** კარიერული ზრდის შესაძლებლობა

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV ელ. ფოსტაზე: vacancy@americars.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე