Робота для біженців з України
ინჟინერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ინჟინერი
მომწოდებელი: Communal Hospitality
გამოქვეყნდა: 05 მაისი / ბოლო ვადა: 05 ივნისი
"კომუნალ ჰოსფითალითი" წამყვანი ქართული კომპანიაა სტუმარ-მასპინძლობის სფეროში, რომელიც მოიცავს კომუნალ ბრენდის ბუტიკ სასტუმროებს, კონცეპტუალურ რესტორნებს და კოქტეილ ბარებს.

"კომუნალ ჰოსფითალითი" 2017 წელს შეიქმნა და მას შემდეგ თბილისში, თელავში და ქუთაისში კრეატიული პროექტები განახორციელა. კომუნალ ბრენდის სასტუმროებმა და რესტორნებმა საერთაშორისო აღიარება მოიპოვა გავლენიან გამომცემლობებში: ვოგი, თაიმ, ლე ფიგარო.

"კომუნალ ჰოსფითალითი" ორიენტირებულია კრეატიულ, თანამედროვე კონცეფციების შექმნა-დანერგვაზე, ევროპული მართვის მოდელზე და გუნდის წევრების მუდმივ განვითარებაზე.

"კომუნალ ჰოსფითალითი" აცხადებს ვაკანსიას ინჟინრის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სასტუმროსა და რესტორნის შენობაში ყველა მექანიკური, ელექტრო და სანტექნიკის სისტემის მოვლა-პატრონობისა და შეკეთების უზრუნველყოფა;
** რეგულარული ინსპექტირების ჩატარება პოტენციური საკითხების იდენტიფიცირებისა და გადაწყვეტის მიზნით, რაც უზრუნველყოფს ობიექტების უწყვეტი ფუნქციონირებას;
** სხვადასხვა განყოფილების ტექნიკურ მოთხოვნებზე დაუყოვნებლივი რეაგირება, პრობლემების ეფექტური მოგვარება, რათა მინიმუმამდე იქნას დაყვანილი შეფერხება;
** უსაფრთხოების წესებისა და სტანდარტების დაცვის უზრუნველყოფა, უსაფრთხოების რეგულარული ინსპექტირების ჩატარებით;
** განათების და სხვა სისტემების პრობლემების მოგვარება და შეკეთება სტუმრებისა და პერსონალისთვის კომფორტული გარემოს შესანარჩუნებლად;
** აღჭურვილობის შენახვა, რემონტისა და ტექნიკური საქმიანობის ზუსტი ჩანაწერების წარმოება.

მოთხოვნები და საჭირო უნარები:

** გამოცდილება სასტუმროს ინჟინერიაში ან მსგავს პოზიციაზე;
** მექანიკური, ელექტრო და სანტექნიკის სისტემების კარგად ცოდნა;
** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი;
** პრობლემების გადაჭრისა და კომუნიკაციის შესანიშნავი უნარები;

პიროვნული თვისებები:

** ყურადღებიანი დეტალების მიმართ;
** გუნდური მუშაობის და თანამშრომლობის უნარი;
** პუნქტუალურობა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;

დამატებითი ინფორმაცია:

** სამუშაო გრაფიკი: სრული
** ანაზღაურება: 1700 ლარი
** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი

კანდიდატები, რომლებიც დააკმაყოფილებენ ვაკანსიის მოთხოვნებს, გაივლიან გასაუბრებას.

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: levan@communalcompany.com. ელექტრონული წერილის სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე