Робота для біженців з України
კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კონსულტანტი
მომწოდებელი: ლესე
გამოქვეყნდა: 05 მაისი / ბოლო ვადა: 05 ივნისი
"ლესე"-ში კონსულტანტის პოზიციაზე ვაკანსია გვაქვს.

შემოგვიერთდით, თუ:

** გაინტერესებთ დანები, სალაშქრო აღჭურვილობა და აქსესუარები;
** მომხმარებელთან ურთიერთობა და ზოგადად კომუნიკაცია თქვენი ძლიერი მხარეა;
** გქონიათ კონსულტანტის პოზიციაზე ან მომიჯნავე მიმართულებებით მუშაობის გამოცდილება;
** ხართ მოწესრიგებული და გაქვთ მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.

პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: სრული - 8 საათი, კვირაში 5 დღე
** ხელფასი: 1000 + ბონუსი
** სამუშაო ადგილი: საბურთალო (პერიოდულად სხვადასხვა ფილიალებში როტაცია)

ძირითადი მოვალეობები:

** მაღაზიაში/სტენდზე წარმოდგენილი პროდუქციის მახასიათებლების - უპირატესობების, ბრენდების, ფლობის და მოვლის ტექნიკების შესწავლა
** მომხმარებლებთან კომუნიკაცია, საჭიროებების გაგება, პროდუქტის ეფექტურად წარდგენა და დახმარება სასურველი პროდუქტის შერჩევაში;
** სალარო ოპერაციების წარმოება;
** მარაგების კონტროლი/აღწერა;
** მაღაზიის ვიზუალური მხარის და სარეკლამო ინვენტარის მოწესრიგება.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: Info@lese.ge.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე