დასახელება:
ბარმენი
|
მომწოდებელი:
ლუდი და კრაფტი
|
გამოქვეყნდა: 05 მაისი
/ ბოლო ვადა: 05 ივნისი
|
კრაფტ ლუდის მაღაზია - "ლუდი და კრაფტი" სასიამოვნო და მეგობრულ გარემოში აცხადებს ვაკანსიას ბარმენის პოზიციაზე დღის და საღამოს ცვლებში. პოზიცია შეთავსებადია სტუდენტებისთვისაც.
ძირითადი მოვალეობები:
** ლუდის ჩამოსხმა და რეალიზაცია
** მაღაზიაში არსებული პროდუქციის რეალიზაცია
** მაღაზიაში არსებულ პროდუქციაზე კონსულტაციის გაწევა
** რეალიზაციის სამუშაო პროგრამაში აღრიცხვა/გატარება
** მომხმარებლებთან ანგარიშსწორება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** ეფექტური კომუნიკაციისა და თავაზიანი მომსახურების უნარი
** ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა
მდებარეობა: თბილისი, ბახტრიონის ქუჩა
სამუშაო გრაფიკი:
** დღის ცვლა, 11სთ-და 23სთ-მდე (დღე გამოშვებით, 1 დღე მუშაობა 1 დღე დასვენება)
** საღამოს ცვლა, 17სთ-დან ღამის 1საათამდე (2 დასვენების დღე კვირაში, ტრანსპორტირებას ანაზღაურებს კომპანია)
ანაზღაურება: ფიქსირებული 800 ლარი + ბონუსი
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტაზე: beerncraft@gmail.com და სათაურის ველში მიუთითოთ სასურველი ცვლა - დღის ან საღამოს.
|
|
|
|