Робота для біженців з України
მზარეული - შეკვეთილი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მზარეული
მომწოდებელი: Paragraph Resort and Spa Shekvetili
გამოქვეყნდა: 05 მაისი / ბოლო ვადა: 05 ივნისი
"პარაგრაფი რეზორტი & სპა შეკვეთილი" აცხადებს ვაკანსიას მზარეულის პოზიციაზე.

ლოკაცია: შეკვეთილი, ოზურგეთი
დეპარტამენტი: სამზარეულო
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი

პოზიციის ზოგადი მოთხოვნები:

** საკვები პროდუქციის შემოწმება, დაჭრა, დახარისხება და მომზადება შემდგომი გამოყენებისთვის
** სამზარეულოს აღჭურვილობის სწორი გამოყენება
** პროდუქციის ვარგისიანობის და შენახვის ვადის კონტროლი
** სანიტარული ნორმების დაცვის უზრუნველყოფა
** სამუშაო პროცესის წარმოება სასტუმროს წესებისა და რეგულაციების დაცვით
** სურსათის უვნებლობის წესების ცოდნა
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად

დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ გადმოაგზავნონ რეზიუმე ელ.ფოსტაზე hrshekvetili@paragraphhotels.com. გთხოვთ, მიუთითოთ სასურველი პოზიცია "Subject" ველში.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ წინასწარ შერჩეულ აპლიკანტებთან.

ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით შპს "პარაგრაფ შეკვეთილი" პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას.

აღნიშნულ ვაკანსიაზე განაცხადის (რეზიუმეს) გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ შპს-მ "პარაგრაფ შეკვეთილმა" განახორციელოს თქვენს მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემების (მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების) დამუშავება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის როგორც წინამდებარე ვაკანსიის ფარგლებში, ასვე სამომავლო ვაკანსიებთან მიმართებითაც.

გაცნობებთ, რომ კანდიდატის შესახებ ინფორმაცია შპს-ში "პარაგრაფ შეკვეთილი" ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ კომპანიის მხრიდან მონაცემთა შემდგომი დამუშავების განხორციელება, ან გსურთ, მოწოდებული მონაცემების ცვლილება ან წაშლა, ასევე გსურთ თქვენი პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონით მონიჭებული სხვა უფლებების რეალიზება გთხოვთ, მოგვმართოთ დამატებით კომპანიის მისამართზე გურია, შეკვეთილი, გზატკეცილი E70 "სასტუმრო პარაგრაფ შეკვეთილი" ან ელექტრონულად შემდეგ მისამართზე hrshekvetili@paragraphhotels.com
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე