დასახელება:
მთავარი ბუღალტერი
|
მომწოდებელი:
კომპანია
|
გამოქვეყნდა: 05 მაისი
/ ბოლო ვადა: 05 ივნისი
|
ჰოლდინგური ტიპის კომპანიას ესაჭიროება მთავარი ბუღალტერი.
სამუშაო საათები: 11 სთ-19 სთ. შესვენება 1 საათი
სამუშაო დღეები: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, სრული განაკვეთი.
ანაზღაურება: 4000 ლარიდან.
ფუნქცია-მოვალეობები:
** პირველადი ბუღალტრული დოკუმენტაციის წარმოება;
** კომპანიის სააღრიცხვო პოლიტიკის მიხედვით ოპერაციების აღრიცხვა და კლასიფიკაცია;
** შესყიდვების/რეალიზაციების პირველადი დოკუმენტაციის კონტროლი და მისი პროგრამული ასახვა;
** გაყიდვების/შესყიდვების დოკუმენტაციის, ხელშეკრულებების, ინვოისების, ანგარიშ-ფაქტურების, მიღება-ჩაბარებების აქტების, შესყიდვების აქტების და ა. შ. კლიენტებთან გაფორმების უზრუნველყოფა, შენახვა/დაარქივება;
** დებიტორ-კრედიტორული ნაშთების კონტროლი, შედარების აქტების გაფორმება;
** პერიოდულ ინვენტარიზაციაში მონაწილეობის მიღება;
** სალაროს ნაშთის კონტროლი;
** საზოგადოების ხელმძღვანელის მხრიდან სხვა პროფესიული დავალებების შესრულება და რეპორტინგი;
** სხვადასხვა დავალებების შესრულება, რომლებიც გამომდინარეობს კომპანიის ბუღალტრის/აუდიტორის საქმიანობიდან.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება, ეკონომიკის ან/და ბუღალტრული აღრიცხვის განხრით;
** უპირატესობად ჩაითვლება საგადასახადო ორგანოში/აუდიტორულ კომპანიაში მუშაობის გამოცდილება;
** 3 წლამდე სამუშაო გამოცდილება შესაბამის სფეროში;
** საბუღალტრო პროგრამა fina-ს ცოდნა;
** საგადასახადო სტრუქტურებთან ურთიერთობის გამოცდილება;
პიროვნული მახასიათებლები:
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** ანალიტიკური და გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებული, შრომისმოყვარე, ენერგიული;
დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: constructiontbilisi@gmail.com. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის ველში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
|
|
|
|