შპს "სპორტმშენსერვისი" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე სეზონურ სამუშაოზე.
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, დიღომში მდებარე ოლიმპიური აუზი
ანაზღაურება და გრაფიკი შეთანხმებით.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მოლარე-ოპერატორად მუშაობის გამოცდილება,
** ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად,
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა.
უნარ-ჩვევები:
** მომსახურების უნარები: თავაზიანობა, კეთილგანწყობა, დახმარებისთვის მზაობა;
** პუნქტუალურობა,
** დეტალებზე ორიენტირებულობა,
** გამართული ვერბალური კომუნიკაციის უნარი,
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი,
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
თუ აკმაყოფილებთ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და გსურთ გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, გამოაგზავნეთ რეზიუმე ფოტოსურათთან (ფოტო 3X4-ზე) ერთად შემდეგ მისამართზე: smshrservice8@gmail.com. გთხოვთ, წერილის სათაურში (subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
|