Робота для біженців з України
აკადემიური კონკურსი - სტომატოლოგიის პროგრამა
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: აკადემიური კონკურსი - სტომატოლოგიის პროგრამა
მომწოდებელი: საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი - სეუ
გამოქვეყნდა: 05 მაისი / ბოლო ვადა: 08 ივნისი
თანდართული ფაილი: 631775_Attachment_2571197.zip
"საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ" 2025 წლის 5 მაისიდან აცხადებს ღია კონკურსს მედიცინის ფაკულტეტზე დიპლომირებული სტომატოლოგიის ინგლისურენოვან საგანმანათლებლო პროგრამაზე ასოცირებული პროფესორის და ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შემდეგი მიმართულებით:

საკონკურსო ვაკანსიები:

ქირურგიული სტომატოლოგია:

** ასისტენტ-პროფესორი - 1 ვაკანსია (აკადემიური ან პროფესიული);

ორთოდონტია:

** ასოცირებული პროფესორი - 1 ვაკანსია (აკადემიური ან პროფესიული);
** ასისტენტ-პროფესორი - 1 ვაკანსია (აკადემიური ან პროფესიული);

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, კონკურსანტმა უნდა დააკმაყოფილოს შესაბამის საკონკურსო ვაკანსიასთან აკადემიური ან პროფესიული ნიშნით შესაბამისობა, ქვემოთ მოყვანილი კრიტერიუმებით

ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე:

აკადემიური ნიშნით:

** დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
** არანაკლებ 3 წლის სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში;
** შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების თემატიკის მიმართულებით უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციები;
** აკადემიური საქმიანობის ხედვა;
** საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების სილაბუს (ებ)ის წარმოდგენა;
** ბოლო 5 წელი კლინიკური გამოცდილება;
** საექიმო საქმიანობის შესაბამისი/მომიჯნავე სპეციალობის სახელმწიფო სერტიფიკატი.
** ინგლისური ენის სასწავლო კურსის განხორციელებისთვის შესაბამის (მინიმუმ B2) დონეზე ცოდნა.

პროფესიული ნიშნით:

** მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
** არანაკლებ 5 წლის მუშაობის გამოცდილება შესაბამის დარგში, რაც დაკავშირებულია სფეროში პრაქტიკულ მოღვაწეობასთან;
** შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების თემატიკის მიმართულებით უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციები;
** აკადემიური საქმიანობის ხედვა;
** არანაკლებ 3 წლის სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში;
** ბოლო 5 წელი კლინიკური გამოცდილება;
** საექიმო საქმიანობის შესაბამისი/მომიჯნავე სპეციალობის სახელმწიფო სერტიფიკატი.
** ინგლისური ენის სასწავლო კურსის განხორციელებისთვის შესაბამის (მინიმუმ B2) დონეზე ცოდნა.

ასისტენტ-პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე:

აკადემიური ნიშნით:

** დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
** შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების თემატიკის მიმართულებით უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციები;
** აკადემიური საქმიანობის ხედვა;
** საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების სილაბუს (ებ)ის წარმოდგენა;
** ბოლო 3 წელი კლინიკური გამოცდილება;
** საექიმო საქმიანობის შესაბამისი/მომიჯნავე სპეციალობის სახელმწიფო სერტიფიკატი.
** ინგლისური ენის სასწავლო კურსის განხორციელებისთვის შესაბამის (მინიმუმ B2) დონეზე ცოდნა.

პროფესიული ნიშნით:

** მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
** არანაკლებ 3 წლის მუშაობის გამოცდილება შესაბამის დარგში, რაც დაკავშირებულია სფეროში პრაქტიკულ მოღვაწეობასთან (პრაქტიკული მოღვაწეობის შინაარსი შესაძლებელია დაკონკრეტდეს პროგრამის თავისებურებიდან გამომდინარე);
** შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების თემატიკის მიმართულებით ბოლო 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციები.
** აკადემიური საქმიანობის ხედვა;
** ბოლო 3 წელი კლინიკური გამოცდილება;
** საექიმო საქმიანობის შესაბამისი/მომიჯნავე სპეციალობის სახელმწიფო სერტიფიკატი.
** ინგლისური ენის სასწავლო კურსის განხორციელებისთვის შესაბამის (მინიმუმ B2) დონეზე ცოდნა.

უცხო ენის კომპეტენცია კონკურსანტს დადასტურებულად ჩაეთვლება ერთ-ერთ ქვემოთ მითითებულ შემთხვევაში:

** უცხოენოვანი პროგრამით სწავლების, სულ მცირე 3 წლის გამოცდილება (რომელიც შეესაბამება პროგრამის სწავლების ენას);
** საზღვარგარეთ მოქმედ კლინიკაში პროგრამის სწავლების ენაზე საექიმო საქმიანობის განხორციელება არანაკლებ 1 წლის განმავლობაში;
** საზღვარგარეთ მოქმედ კვლევით დაწესებულებაში ბიომედიცინის მიმართულებით სასწავლო/კვლევითი საქმიანობის პროგრამის სწავლების ენაზე განხორციელება არანაკლებ 1 წლის განმავლობაში;
** პროგრამის სწავლების ენაზე დიპლომამდელი ან დიპლომისშემდგომი პროგრამის დასრულება, დადასტურებული დოკუმენტით;
** პროგრამის სწავლების ენის სულ მცირე B2 დონის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატით;
** საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ, შესაბამისი სპეციალისტების ჩართულობით პროგრამის სწავლების ენის B2 დონის შესაბამისი შიდა საუნივერსიტეტო გამოცდის საფუძველზე ენის ცოდნის დადასტურება.

თუ კონკრეტულ აკადემიურ თანამდებობაზე ძირითადი საკონკურსო კრიტერიუმებით შერჩეულ კონკურსანტთა რაოდენობა გადააჭარბებს საკონკურსო ვაკანსიების რაოდენობას, გამარჯვებულთა შესარჩევად გამოყენებული იქნება შემდეგი დამატებითი კრიტერიუმები:

** შესაბამის სფეროში მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება;
** სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობა, სამეცნიერო სტიპენდიები და გრანტები;
** პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობა;
** ევროპულ უნივერსიტეტებში სწავლა/სწავლების გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნა;
** საერთაშორისო ორგანიზაციის სტრუქტურებში/პროექტებში საქმიანობის გამოცდილება.

საკონკურსოდ წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

** განცხადება კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, დადგენილი ფორმის შესაბამისად (მიუთითეთ მხოლოდ 1 პოზიცია) (იხ. დანართი);
** კონკურსანტის ანკეტა, შევსებული დადგენილი ფორმით (იხ. დანართი);
** პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
** მიღებული განათლების/აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი ყველა დოკუმენტის ასლი (უცხოეთში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
** სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობის ან/და შესაბამისი მიმართულებით პროფესიული გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები;
** აკადემიური საქმიანობის ხედვა (ივსება საკონკურსო ანკეტაში) ;
** პუბლიკაციები (ივსება საკონკურსო ანკეტაში);
** შესაბამისი პროგრამის შემადგენელი/შეთავაზებული სასწავლო კურსის სილაბუსები;
** შესაბამისი სპეციალობის სერტიფიკატი (კლინიკური დისციპლინებისთვის);
** ძირითად და დამატებით კრიტერიუმებთან შესაბამისობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტაცია (არსებობის შემთხვევაში);
** ცნობა "სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლეობის შესახებ" და ცნობა "უფლების ჩამორთმევის შესახებ" (საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში დასაქმება/საქმიანობა ეკრძალება სქესობრივი დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევ პირს ან/და სასამართლოს მიერ საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლებაჩამორთმეულ პირს);
** ინგლისური ენის (მინიმუმ B2) დონის შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტი.

საკონკურსო დოკუმენტების მიღება განხორციელდება ელექტრონული ფორმით სეუ-ს ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე: vacancy@seu.edu.ge - სათაურის ველში (subject) უნდა მიუთითოთ შესაბამისი მიმართულება და აკადემიური თანამდებობა (გთხოვთ, მიუთითოთ მხოლოდ ერთი პოზიცია და მიმართულება). ასევე, შესაძლებელია დოკუმენტაციის მატერიალური ფორმით წარდგენა სეუ-ში, მისამართზე: ქ. თბილისი, წინანდლის ქ. №9, მე-7 სართული, ოთახი №702. საკონტაქტო ტელ.: 032 2 90 00 00 - 21 (შიდა)

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ იტოვებს უფლებას გადაამოწმოს კონკურსანტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია.
კონკურსანტის მიერ წარმოდგენილი საკონკურსო დოკუმენტები "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცადეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. კონკურსანტმა უნდა გაითვალისწინოს, რომ მისი პერსონალური მონაცემები უნივერსიტეტის (სეუ) მხრიდან დამუშავდება შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.

აკადემიური თანამდებობის დასაკავებელ კონკურსში მონაწილეობის მიღებისას, კონკურსანტის მიერ სეუ-სთან აფილირებაზე წინასწარ გაცხადებული თანხმობა, საკონკურსო კომისიის მიერ, თანაბარი მონაცემების მქონე კანდიდატთა შერჩევისას, შესაძლოა მიჩნეული იქნას კონკურსანტებს შორის უპირატესობის მინიჭების საფუძველად და არ უნდა იქნას აღქმული რაიმე სახის დისკრიმინაციად. ამავდროულად, წინასწარი თანხმობა აფილირების შესახებ არ ნიშნავს აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის გარანტიას.

კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:

1. წარმოდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით კონკურსანტთა შერჩევა (კონკურსანტების დაუსწრებლად);
2. შერჩეული კონკურსანტების საკონკურსო კომისიასთან გასაუბრება (გასაუბრების გრაფიკი/დრო გეცნობებათ პირადად).

კონკურსის ვადები:

** საკონკურსო დოკუმენტების მიღება: 2025 წლის 6-8 ივნისი;
** კონკურსის პირველი ეტაპი/საბუთების გადარჩევა: 2025 წლის 9 ივნისი;
** კონკურსის მეორე ეტაპი/გასაუბრება: 2025 წლის 10 ივნისი;
** კონკურსის პირველადი შედეგების გამოქვეყნება: 2025 წლის 11 ივნისი;
** აპელაციების/საჩივრების მიღება: 2025 წლის 12 ივნისი;
** აპელაციების/საჩივრების განხილვა: 2025 წლის 13 ივნისი;
** კონკურსის საბოლოო შედეგების გამოქვეყნება: 2025 წლის 16 ივნისი;

კონკურსის შედეგები გამოქვეყნდება საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს ოფიციალურ ვებგვერდზე: www.seu.edu.ge

გისურვებთ წარმატებებს!

დანართები:

კონკურსანტის განცხადება
კონკურსანტის ანკეტა
შესაბამისი რეგულაციების გასაცნობად იხილეთ: https://www.seu.edu.ge/ka/554/
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე