Робота для біженців з України
რეგულირებისა და შესაბამისობის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: რეგულირებისა და შესაბამისობის მენეჯერი
მომწოდებელი: PepsiCo
გამოქვეყნდა: 05 მაისი / ბოლო ვადა: 25 მაისი
PepsiCo წამყვანი საერთაშორისო კომპანიაა კვებისა და სასმელების სფეროში და ოპერირებს მსოფლიოს 200-ზე მეტ ქვეყანაში. მისი მრავალფეროვანი და ცნობილი ბრენდების პორტფელიდან საქართველოში წარმოდგენილია: რძის კატეგორიიდან - "სოფლის ნობათი", "ჩუდო", "რჩეული"; წვენების კატეგორიიდან - "Sandora", "Fruktoviy Sad"; სნეკების კატეგორიიდან - "Lays", "Doritos", "Cheetos"; გაზირებული სასმელების კატეგორიიდან - "Pepsi", "Mirinda", "7Up", "Aquafina", "Lipton".

PepsiCo უკვე ზედიზედ მერვე წელია სერტიფიცირებულია როგორც საუკეთესო დამსაქმებელი - TOP Employer 2025 ევროპასა და საქართველოში, ხოლო მეხუთე წელია საუკეთესო დამსაქმებელია გლობალურად. ტიტული კომპანიას ენიჭება პერსონალის მართვის გამორჩეული პრაქტიკების დანერგვისა და განხორციელებისათვის.

შემოუერთდი ჩვენს გუნდს, ჩვენ ვეძებთ ენერგიულ და მოტივირებულ კანდიდატებს რეგულირებისა და შესაბამისობის მენეჯერის თანამდებობაზე რძის პროდუქტების საწარმოში, ფონიჭალაში.

ძირითადი მოვალეობები:

** უზრუნველყოს სურსათის უვნებლობის მართვის მარეგულირებელ ორგანოებთან აქტიური და ინტენსიური სამუშაო ურთიერთობების დამყარება
** უზრუნველყოს სურსათის უვნებლობის სფეროში საკანონმდებლო მოთხოვნებთან შესაბამისობა ნედლეულის, მზა პროდუქტებისა და საწარმოო პროცესებისთვის
** უზრუნველყოს ინფორმაციის მიწოდება საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ ყველა დაინტერესებული მხარისთვის
** უზრუნველყოს ნედლეულის, მზა პროდუქტების სპეციფიკაციების მომზადება და საკანონმდებლო მოთხოვნებთან შესაბამისობა
** უზრუნველყოს ნედლეულის, მზა პროდუქტების ეტიკეტირების/დიზაინის ტექსტების მომზადება და საკანონმდებლო მოთხოვნებთან შესაბამისობა
** უზრუნველყოს ნედლეულისა და მზა პროდუქტების სპეციფიკაციების, ეტიკეტებისა და დიზაინის ტექსტების ცვლილების დროული ინიცირება, ცვლილებების მართვის დოკუმენტაციის შემუშავება და არქივირება.

კანდიდატის პროფილი:

** პროფესიული/ უმაღლესი განათლება იურიდიული მიმართულებით (სურსათის უვნებლობის სფეროში დამატებითი განათლება ჩაითვლება უპირატესობად)
** სამუშაო გამოცდილება იურიდიულ საქმიანობაში, სასურველია საწარმოო ინდუსტრიაში
** სასურველია სურსათის უვნებლობის GMP, HACCP, ISO 22 000, FSSC სტანდარტების საბაზისო ცოდნა
** უცხო ენები: ინგლისურის ცოდნა B2+ დონეზე
** MS Office საოფისე პროგრამების ცოდნა
** ძლიერი კომუნიკაციის უნარი
** დეტალებზე ორიენტირების უნარი
** ცვალებად გარემოში სწრაფი ადაპტირების უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** პროფესიონალთა გუნდთან ერთად განვითარება
** ადგილმდებარეობა: თბილისი, ფონიჭალა
** სამუშაო გრაფიკი: 40 სთ კვირაში
** კონკურენტული ანაზღაურება და ბენეფიტების პაკეტი (ჯანმრთელობის, სიცოცხლის დაზღვევის პაკეტი)
** ტრანსპორტირება (მ/ს ისანი)

თუ თქვენი პროფილი შეესაბამება აღნიშნული პოზიციის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, გამოგზავნეთ თქვენი რეზუმე მისამართზე: career.caucasus@pepsico.com 25 მაისამდე და მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება ელ-ფოსტის სათაურის ველში.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე (შეგროვება, ჩაწერა, სისტემატიზაცია, მოგროვება, შენახვა, განახლება, შეცვლა, ამოღება, გამოყენება, ბლოკირება, წაშლა, განადგურება) და/ან მათი ავტომატიზაციის საშუალებების გამოყენებით ან მის გარეშე იმ ადგილობრივ ან საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის გადაცემაზე, რომლებთანაც კომპანია ახორციელებს ურთიერთქმედებას შესაბამისი ხელშეკრულებების საფუძველზე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე